წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 732 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2017 11:50

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის   რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით  №0520, 19.10.17 რადიოკავშირის ქსელის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისიამ, მინიჭებისთვის შერჩეული რადიოსიხშირეების და გამოყენების ტექნიკური პარამეტრების განმცხადებელთან  შეთანხმების მიზნით, წერილით №11-ს, 30.10.17 მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტს,  წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, შერჩეული რადიოსიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.  თანხმობა, სიხშირეების გამოყენების  შესაძლებლობაზე   განცხადებელმა,     კომისიას  აცნობა  წერილით  №0536, 31.10.17.   

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს   კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების  შემცველ   დოკუმენტაციასთან     დაშვების   მქონე     კომისიის  სამმა  წევრმა,  კენჭისყრის   შედეგად,     ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე რადიოკავშირის ქსელის გამოყენების უზრუნველყოფისთვის,  სიხშირეები  თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ  იქნას ამ   გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის  დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსს (თ.ძაგნიძე);

კომისიის  წევრი                                                       ე.ასანიძე

კომისიის  წევრი                                                       გ.ფრუიძე

კომისიის   წევრი                                                      მ.ქათამაძე

  

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები