წვდომის მენიუ

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 737 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2017 10:50

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2017 წლის 24 ოქტომბერს №36 წერილით მიმართა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/8257-17 24.10.2017), სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2017 წლის 26 ოქტომბრის №37 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/8303-17 26.10.2017), კომისიაში დამატებით იქნა წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შესახებ, რომელთა შეძენის განზრახვაც აქვს სს „სილქნეტს“. შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები და სხვა მაკომპლექტებელი მოწყობილობა).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი

 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

მაუწყებლობის სახე:

ტელემაუწყებლობა

მაუწყებლობის სახეობა:

კერძო მაუწყებლობა

 

 

მაუწყებლობის ქვესახეობა:

სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა

 

 

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: ა.ა) 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;

ა.ბ) 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;

ა.გ)  11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;

ა.დ) 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 1 დეკემბრამდე;

გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მფლობელმა 11.7-12.5 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: ა.ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;

ა.ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;

ა.გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 9 დეკემბრამდე;

გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მფლობელმა 12.5-12.75 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.

კომისია აღნიშნავს, სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანიგატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 CDMA

 LTE

 WIMAX

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

 CDMA

 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

WiMax

 

 

WiFi

 

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

 

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

 

მონაცემთა გადაცემა

 

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

 

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

 

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

 

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

 

 

მულტიმედიური მომსახურება

 

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)

 

 

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

 

 

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

 

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

 

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ ფლობს:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)   რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ)  დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ)    გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ)   ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

 ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2026;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;

ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველოს ტერიტორია (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 18 იანვრის ჩათვლით;

4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;

 ბ) გეოგრაფიული არეალი: ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები;

 გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით;

კომისია აღნიშნავს, რომ აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციათა 98,1%-ის მფლობელია შპს „აქტივი 2008“, ხოლო დანარჩენი 1.9%-ის მფლობელები არიან ფიზიკური პირები: ალექსანდრე ივანიშვილი, დავით კაპანაძე, დავით შველიძე, ალექსანდრ რონზჰესი, ასევე შპს „ევრაზია XXI“. შპს „აქტივი 2008“- წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მალხაზ ლოლაშვილი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“ (“რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“). სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 28,58% მფლობელი) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის მფლობელი).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „სილქნეტი“ არის შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის მფლობელი. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე საქმიანობას არ ახორციელებს

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, სს “სილქნეტი“, სს “სილქნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი კომპანია “Rhinestream Holdings Limited“, კომპანია “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დავიდ ბორგერი, ასევე სს “სილქნეტის“ დირექტორი დავით მამულაიშვილი, გარდა ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირისა (შპს „ვაიმაქს ჯორჯია“), სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი. 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან შეადგინა 3,501,690 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 49,651 აბონენტი.

სს „სილქნეტის“ შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 19,479,813 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 154,519 აბონენტი.

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილები 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 39,5%-ს, ხოლო რაიონების მიხედვით შემდეგ სახეს მიიღებს: აბაშის რაიონი - 20.95%; ახმეტის რაიონი - 17.52%; ბაღდათის რაიონი - 60.45%; გარდაბნის რაიონი - 34.11%; გორის რაიონი - 70.98%; გურჯაანის რაიონი - 32.96%; დედოფლისწყაროს რაიონი - 11.99%; დუშეთის რაიონი - 41.64%; ვანის რაიონი - 29.84%; ზესტაფონის რაიონი - 36.10%; ზუგდიდის რაიონი - 34.99%; თბილისი - 41.04%; თეთრი წყაროს რაიონი - 27.98%; თერჯოლის რაიონი - 31.30%; თელავის რაიონი - 64.93%; თიანეთის რაიონი - 24.45%; კასპის რაიონი - 42.26%; ლაგოდეხის რაიონი - 20.46%; მარტვილის რაიონი - 8.29%; მცხეთის რაიონი - 45.18%; რუსთავი - 31.80%; საგარეჯოს რაიონი - 26.80%; სამტრედიის რაიონი - 6.15%; საჩხერის რაიონი - 14.94%; სენაკის რაიონი - 37.11%; სიღნაღის რაიონი - 17.20%; ტყიბულის რაიონი - 13.82%; ფოთი - 37.76%; ქარელის რაიონი - 42.31%; ქუთაისი - 66.86%; ყვარლის რაიონი - 14.29%; ჩხოროწყუს რაიონი - 7.27%; წალენჯიხის რაიონი - 35.79%; წალკის რაიონი - 22.20%; წყალტუბოს რაიონი - 42.21%; ხაშურის რაიონი - 58.35%; ხობის რაიონი - 40.83%;  ხონის რაიონი - 28.08%.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ახორციელებს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ფუნქციონირებს სს „სილქნეტიც“. ამასთან ერთად, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფუნქციონირებს ისეთ ტერიტორიული ერთეულებში, სადაც სს „სილქნეტი“ მაუწყებლობის ტრანზიტს არ ახორციელებს, კერძოდ: ხონის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ტყიბულის, მარტვილის, თერჯოლის, ვანის და ბაღდადის რაიონებში.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები და სხვა მაკომპლექტებელი მოწყობილობა) სს „სილქნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია არ მოახდენს არსებით გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

1. მიეცეთ თანხმობა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ და სს „სილქნეტს“, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები და სხვა მაკომპლექტებელი მოწყობილობა)  სს „სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე;

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა“ და სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა).

3. დაევალოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, უზრუნველყოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის სს “სილქნეტით“ შეცვლის თაობაზე;

4. სს “სილქნეტის“ მიერ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ და სს “სილქნეტმა“  უზრუნველყონ  “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

5. განემარტოთ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და სს “სილქნეტს“,  რომ კომისიის მიერ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, კერძოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F36 და №F54 ლიცენზიების  სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, ამ ლიცენზიების  გადაპირების მიზნით, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ და სს “სილქნეტმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიების გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                               კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები