შპს „არტ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2017 15:56
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017
შპს „არტ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „არტ რადიომ“ (№7/8273-17, 25.10.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული მათი ლიცენზია მოიცავს რადიომაუწყებლობას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. რეგიონებში მაუწყებლობის განსახორციელებლად კომპანიამ არაერთი სამუშაო ჩაატარა, რაც დაკავშირებული იყო გარკვეულ ფინანსებთან, აწარმოა მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიასთან სიგნალის ტრანსპორტირების შესახებ, მიუხედავად ამისა რადიოს ფინანსური შესაძლებლობა ვერ წვდება რეგიონული ინფრასტრუქტურის მთლიანად გამართვას და მითუმეტეს პერიოდულ (ყოველთვიურ) ხარჯებს სიგნალის ტრანსპორტირებასთან და სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილების იჯარასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომპანია ითხოვს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიაში გაუქმდეს რეგიონებში მაუწყებლობის უფლება და დარჩეს მხოლოდ თბილისში მაუწყებლობისთვის განსაზღვრული სიხშირეები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა.ე.ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ა.ე.ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;
ა.ე.გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;
ა.ე.დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;
ა.ე.ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;
ა.ე.ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;
ა.ე.ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;
ა.ე.თ) რადიო მაუწყებლობა 104,2 მგჰც სიხშირეზე 0.3 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;
ბ) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
ბ.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ბ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 97,5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზია არ არის გაცემული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის წესით. იგი გაცემულ იქნა შპს „23 მაისზე“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ 1997 წლის 8 ოქტომბერს (ლიცენზიის №347). 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და №347 ლიცენზიას მიენიჭა №B52.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „არტ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 14 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
