შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2017 15:58
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017
შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართულმა რადიომ“ (№7/8363-17, 27.10.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის:
ა) №B138 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა.ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
ა.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ბორჯომი |
102.8 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°49'26"N 43°22'58"E |
30 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ა.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ბ) №B139 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №328/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ბ.ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
ბ.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ბ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ახალციხე |
101.9 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°37'49"N 42°57'26"E |
40 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
გ) №B142 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №331/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
გ.ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
გ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
გ.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
გ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ტყიბული |
103.0 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°22'27"N 43°02'20"E |
30 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
გ.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული რადიოს“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიო“ დღეის მდგომარეობით ქ. ბორჯომში 102,8 მჰც, ქ. ახალციხეში 101,9 მჰც და ქ. ტყიბულში 103.90 სიხშირეებზე, არ მაუწყებლობს (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №10/6537-17, 01.09.17).
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 14 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
