წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: 747 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2017 16:05

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-3/8395-17, 30.10.17), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის  („MARINA“, „NIKA (VALERIAN ZORIN)“, „TIMBUKTU“, „KING DAVID“, „NEW ORION“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „MARINA“, „NIKA (VALERIAN ZORIN)“, „TIMBUKTU“, „KING DAVID“, „NEW ORION“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები : 

 

 

ხომალდის დასახელება

 

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

 

მინიჭებული

       MMSI

 

Selective Call number

 

1.

„MARINA“

შპს მარიკულტურა გეორგია

4LRN2

213. 423. 000

 

2.

„NIKA (VALERIAN ZORIN)“

შპს GEORGIAN INDUSTRIAL ASSET MANAGEMENT GROUP

4LQZ2

213. 400. 000

69310

3.

„TIMBUKTU“

CASPIAN SHIPMANAGEMENT LTD.

4LRO2

213. 424. 000

 

4.

„KING DAVID“

შპს ჯეოთოვინგი

4LRP2

213. 425. 000

 

5.

„NEW ORION“

ORANGE WALK CORPORATION

4LRQ2

213. 426. 000

 

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კ. ბექაური          

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები