საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2017 18:02
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №71 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89"-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
ბ) საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
გ) საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №71 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №71 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 16 ნოემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „ოდრექს სოვთვეარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- „კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის“ დამტკიცების თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - კომისიის კონსულტანტი);
- სს „ინფოჯორჯია XXI”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა -სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „iConnect”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპ.უფროსი);
- შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტ. უფროსი);
- შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტ. უფროსი);
- ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მობიტელისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ,,ოდრექს სოვთვეარისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მზერა ტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტაქსი + 600“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89"-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
