წვდომის მენიუ

სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 75 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2017 16:57

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017

სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტოსთვის რადიოსიხშირეების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებით (№379-ს, 05.12.16), ქ.თბილისში, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და  რადიოსიხშირული პარამეტრების შესაბამისად  სამსახურებრივი დანიშნულებით  რადიოსარელეო  სადგურების   ფუნქციონირებისთვის,  რადოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული განცხადების დანართში განსაზღვრული, მოთხოვნილი სიხშირული რესურსის  მინიჭებისთვის, შერჩეულ იქნა რადოსარელეო სიხშირეები (რადიოსიხშირული წყვილები) და შეთანხმების მიზნით, ტექნიკური ხასიათის   მონაცემები წერილობით ეცნობა სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს. თანხმობა, შერჩეული რადოსარელეო სიხშირეების (რადიოსიხშირული წყვილების) გამოყენების შესახებ, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტომ დაადასტურა წერილობით (კომისიაში რეგისტრირებული №01-ს, 02.02.17).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:  

1. მიენიჭოს სსიპ სახელისუფლებო სპეციალური  კავშირგაბმულობის  სააგენტოს  ქ.თბილისში, სამსახურებრივი დანიშნულებით რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის,    რადიოსიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს  სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტოსთვის   მინიჭებული     სიხშირეები    კომისიის    საიდუმლო  დოკუმენტაციის  სპეციალურ  რეესტრში  (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტოსთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტოსთვის   ჩაბარებისთანავე; 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის  სააგენტოსთვის  ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის  მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვ.აბაშიძე     

კომისიის    წევრი                                                                               ე.ასანიძე

კომისიის    წევრი                                                                               გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                               მ.ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები