„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2017 17:58
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის დასრულებას პორტირების მსურველი პირის მიერ მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, შესაძლებელია მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება და სამდღიანი ვადის ერთ დღემდე შემცირება. კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელი ავტორიზებული პირებისგან კომისიაში შემოსულია წერილობითი თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კეჭიყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
- ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 21 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრები ვახტანგ აბაშიძე
ელისო ასანიძე
მერაბ ქათამაძე
