შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2017 11:27
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2017 წლის 2 ოქტომბრის N01-02/9492-01 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/7633-17) კომისიაში წარმოადგინა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ გლობალური ინტერნეტის შეძენისა, გადაყიდვის და მაგისტრალური არხების იჯარის მომსახურებებზე კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები ამასთან შპს „კავკასუსუს ონლაინმა“ მოითხოვა მის მიერ ამ წერილით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის დანართზე (CD დისკზე) ჩაწერილი ინფორმაცია.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2017 წლის 2 ოქტომბრის N01-02/9492-01 წერილი კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული წერილის დანართით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „კავკასუს ონლაინი“ შემდეგ დოკუმენტებს შეიცავს:
|
ხელშეკრულების/ინვოისის შინაარსი |
თარიღი |
გვერდების რაოდენობა |
|||
|
ციფრული არხის იჯარა |
1-Dec-16
|
4 |
|||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ჩამქრალი ღერი |
|
5 |
|||
|
ოპტიკური წყვილის იჯარა |
|
5 |
|||
|
ციფრული არხი |
1-Jun-17 |
7 |
|||
|
ციფრული არხი |
1-Sep-15
|
2 |
|||
|
ციფრული არხი
|
15-Mar-16
|
2 |
|||
|
ციფრული არხი |
30-Dec-14 |
10
|
|||
|
ციფრული არხი
|
1-Sep-15
|
3
|
|||
|
ციფრული არხი
|
15-Mar-16
|
4 |
|||
|
ციფრული არხი
|
30-Dec-14
|
11
|
|||
|
ციფრული არხი
|
1-Mar-16
|
1 |
|||
|
ციფრული არხი
|
15-Dec-09
|
9 |
|||
|
IP Transit Service
|
1-Feb-16
|
4 |
|||
|
IP Transit Service
|
N/A |
2 |
|||
|
IP Transit Service
|
15-Feb-17
|
2
|
|||
|
IP Transit Service
|
1-Jan-17
|
2 |
|||
|
IP Transit Service
|
22-Nov-16
|
2 |
|||
|
IP Transit Service
|
25-Feb-13
|
2 |
|||
|
IP Transit Service
|
31-Jan-16
|
2 |
|||
|
IP Transit
|
31-Jan-16
|
2 |
|||
|
IP Transit
|
6-Jun-14
|
2 |
|||
|
IP Transit
|
4-Jan-16
|
2 |
|||
|
IP Transit
|
18-Dec-12
|
2 |
|||
|
IP Transit
|
23-May-16
|
3 |
|||
|
IP Transit
|
20-Jul-16
|
2 |
|||
|
IP Transit
|
1-Jun-17
|
2 |
|||
|
IP Transit |
1-Nov-16
|
2 |
|||
|
IP Transit |
26-Feb-16
|
3 |
|||
|
IP Transit
|
1-Apr-14
|
7 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IP Transit |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IRU |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IRU |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IRU |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IRU |
6/30/2017 |
1 |
|||
|
IRU |
6/30/2017 |
1 |
|||
|
STM |
6/30/2017 |
1 |
|||
|
სხვადასხვა მომსახურებები |
5-Jul-17 |
1 |
|||
|
IP Transit |
30-Jun-17
|
1 |
|||
|
Intrnet Backbone Services Internet Service |
30-Jun-17
|
1 |
|||
|
Internet Services
|
30-Jun-17
|
2 |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2017 წლის 2 ოქტომბრის N01-02/9492-01 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება უცხო ქვეყნის ოპერატორების საბითუმო ინტერნეტით და შესაბამისი “IP” არხებით უზრუნველყოფას. აღნიშნულ მომხმარებლებთან შპს „კავკასუს ონლაინს“ აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამოიხატება თითოეული ასეთი მომხმარებლის მომსახურების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებასა და შესაბამის სატარიფო პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ასეთი სპეციფიკური მომსახურების პირობებისა და სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას და საშუალებას მისცემს კონკურენტს განახორციელოს მიზნობრივი აქტივობები შპს „კავკასუს ონლაინის“ არსებული კონკრეტული მომხმარებლების მიმართ, მათი გადაყვანის მიზნით. აღნიშნული წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე შეიცავს კომპანიის მიერ უცხოელი ოპერატორებისაგან მიღებული მომსახურების და გაწეული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას რაც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, რადგან დოკუმენტებში მოცემულია შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომსახურების გაწევის ტარიფებისა და პირობების შესახებ მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა, 2017 წლის 2 ოქტომბრის N01-02/9492-01 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7633-17) დანართით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. კომერციულ საიდუმლოებად ცნობილ იქნას 2017 წლის 2 ოქტომბრის N01-02/9492-01 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7633-17) დანართით CD -დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია;
3. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
ვახტანგ აბაშიძე
მერაბ ქათამაძე
