წვდომის მენიუ

ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 760 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2017 11:40

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017

ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/8420-17, 30.10.2017წ.) მიმართა ააიპ „მედია ცენტრმა ღია აფხაზეთისათვის“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“  ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიას 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ე.ა)

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი მთაწმინდის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

41°41'44"N

44°47'05"E

 

85

8

ქ. გორი

 ახალდაბის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

42°01'56"N

44°02'51"E

150

8

ქ. ქუთაისი ქუთაისის ტვ ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

42°16'49"N

42°44'11"E

80

8

ქ. ბათუმი მწვანე კონცხი

105.0

FM

V

წრიული

500

41°41'37"N

41°42'55"E

 

45

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ე. ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“  მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით რადიომაუწყებლობის განხორციელებისას ლიცენზირებას, შესაბამისად თუ მომავალში კომპანიას სურვილი ექნება განახორციელოს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობა მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/8629-17, 08.11.17), რომელმაც ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 34,384.50 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 21 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები