წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 772 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:27

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2017

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 15 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „სილქნეტმა“ (ს/კ 204566978) და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (ს/კ 204952275) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8833-17, 15.11.2017) სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების სს „სილქნეტისთვის“ გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის 2017 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის N769/6 გადაწყვეტილებით ფლობს:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;

ა.ბ) 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;

ა.გ)  11.359გჰც – 11672გჰც  და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;

ა.დ) 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 1 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მფლობელმა 11.7-12.5 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;

ა.ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;

ა.გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 9 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების მე- 7 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მფლობელმა 12.5-12.75 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის №769/6 გადაწყვეტილების თანახმად   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი აქვს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 933,930.28 ლარის დარჩენილი ნაწილი - 466,965.00 ლარის ოდენობით შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1.  18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 ნოემბრამდე;

2.  18 678.60 ლარი - 2017 წლის 30 დეკემბრამდე;

3.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 იანვრამდე;

4.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 28 თებერვლამდე;

5.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 მარტამდე;

6.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 პრილამდე;

7.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 მაისამდე;

8.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ივნისამდე;

9.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ივლისამდე;

10.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 აგვისტომდე;

11.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 სექტემბრამდე;

12.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე;

13.  18 678.60 ლარი -2018 წლის 30 ნოემბრამდე;

14.  18 678.60 ლარი - 2018 წლის 30 დეკემბრამდე;

15.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 იანვრამდე;

16.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 28 თებერვლამდე;

17.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 მარტამდე;

18.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 აპრილამდე;

19.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 მაისამდე;

20.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ივნისამდე;

21.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ივლისამდე;

22.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 აგვისტომდე;

23.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 სექტემბრამდე;

24.  18 678.60 ლარი - 2019 წლის 30 ოქტომბრამდე;

25.  18 678.60 ლარი -2019 წლის 30 ნოემბრამდე.

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი აქვს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1,115,521.75 ლარის დარჩენილი ნაწილი - 557,755.23 ლარის ოდენობით შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1.  22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 ნოემბრამდე;

2.  22 311.00 ლარი - 2017 წლის 30 დეკემბრამდე;

3.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 იანვრამდე;

4.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 28 თებერვლამდე;

5.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 მარტამდე;

6.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 პრილამდე;

7.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 მაისამდე;

8.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ივნისამდე;

9.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ივლისამდე;

10.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 აგვისტომდე;

11.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 სექტემბრამდე;

12.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე;

13.  22 311.00 ლარი -2018 წლის 30 ნოემბრამდე;

14.  22 311.00 ლარი - 2018 წლის 30 დეკემბრამდე;

15.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 იანვრამდე;

16.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 28 თებერვლამდე;

17.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 მარტამდე;

18.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 აპრილამდე;

19.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 მაისამდე;

20.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ივნისამდე;

21.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ივლისამდე;

22.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 აგვისტომდე;

23.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 სექტემბრამდე;

24.  22 311.00 ლარი - 2019 წლის 30 ოქტომბრამდე;

25.  22 291.23 ლარი -2019 წლის 30 ნოემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის N737/11 გადაწყვეტილებით, წინასწარი თანხმობა მიეცა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ და სს „სილქნეტს“, სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები და სხვა მაკომპლექტებელი მოწყობილობა)  სს „სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; 

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტის თანახმად სს „სილქნეტი“ იღებს ვალდებულებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზიების გადაპირების თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, კომისიის უწყებრივ რეესტრში ლიცენზიების მფლობელად რეგისტრაციისთანავე მაუწყებლობით ტრანზიტის მომსახურება უწყვეტად გაუწიოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს შპს „ნიუ კონტენტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება, რომლითაც სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აეკრძალა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების და საოპერაციო აქტივების: ანტენების, ანტენის თავაკების, სპლიტერების, კონექტორების, კოაქსიალური კაბელების - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.  

კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეულ უნდა იქნას, ხომ არ არსებობს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გადაპირების შეზღუდვის საფუძველი ასევე გამოკვლეულ უნდა იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება. გადაპირების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძვლის შესწავლის მიზნით კომისიას მიაჩნია, რომ  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში დასკვნის წარმოდგენა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების სს „სილქნეტზე“ გადაპირების შემთხვევაში  ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 21 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე):

ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“,  სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ნიუ კონტენტისთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები