წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 774 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2017 17:34

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №73 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის №73 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის №73 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ა.მაკარიძე - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. გ.ბუიღლიშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის წამყვანი სპეციალისტი). 

2. კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის №73 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 73 სხდომის დღის წესრიგი

              ქ. თბილისი                                                      2017  წლის 30 ნოემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  4. შპს „iConnect”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  5. შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „ტოკ ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის  6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს ,,ოდრექს სოვთვეარისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს ,,ბი2ბი“-სთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „ტაქსი-3“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. შპს „ტაქსი-3“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  15. შპს „ეკონომ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  16. შპს „ნიუ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  17. შპს „სისტემ ნეტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  18. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბორის წულაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  19. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით მჭედლიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  20. შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ა.მაკარიძე - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის მთავარი სპეციალისტი);
  21. შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. გ.ბუიღლიშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის წამყვანი სპეციალისტი);
  22. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N838/21 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.დევდარიანი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი). 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები