წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 778 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2017 11:48

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ  მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის N6 დადგენილების „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესაბამისად შესატანია ცვლილება 2016 წლის 11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების დანართი-1-ში და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9-ის განმარტების ნაწილში ამოსაღებია სიტყვა „აქციზი“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გადაწვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების  დანართი-1ის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9-ის განმარტების ნაწილში და ფორმა 1.9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფორმა 1.9. რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა

ივსება ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე (ჩათვლით) 

ველი

განმარტება

თვე

საანგარიშო თვე

ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებული შემოსავალი

ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებული შემოსავალი (დღგ-ს გარეშე), რომელიც ექვემდებარება რეგულირების საფასურის დარიცხვას (0.75%)

მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი

მაუწყებლობიდან  მიღებული შემოსავალი (დღგ-ს გარდა), რომელიც ექვემდებარება რეგულირების საფასურის დარიცხვას (0.5%)

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

4 დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                               კახი ბექაური    

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები