წვდომის მენიუ

შპს „ტაქსი-3“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 784 / 12

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2017 11:59

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

შპს „ტაქსი-3“-ის განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსი-3“-მა (რეგისტრირებული სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 16 მარტს, ს.კ. №412706665) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6657-17, 06.09.17) ქ. ქუთაისში მეტრულ  ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირის  მინიჭების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „ტაქსი-3“-ის მიერ კომისიაში   წარმოდგენილ განცხადებას (№შ-7/6657-17, 06.09.17) თანდართული არ ჰქონდა   სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის     სანებართვო    მოსაკრებლის     500  ლარის   (500  ლარი ერთ სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი 16/3032-17, 08.09.17, რომელიც ჩაბარდა შპს „ტაქსი-3“-ს 2017 წლის 18 სექტემბერს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი  არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  განუხილველად დარჩეს შპს „ტაქსი-3“-ის განცხადება  №შ-7/6657-17, 06.09.17 სიხშირის მინიჭების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტაქსი-3“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის
შპს „ტაქსი-3“-სთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტაქსი-3“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              კ. ბექაური

კომისიის წევრი                                             ვ. აბაშიძე                               

კომისიის წევრი                                             ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები