„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N838/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2017 11:41
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N838/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია ბიუჯეტის გარკვეულ მუხლებში ეკონომიის არსებობის და 2017 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი მუხლის ცვლილების საჭიროების შესახებ. კერძოდ, კომისიას დღეის მდგომარეობით აქვს ეკონომია სულ თანხით 434,121.51 ლარი ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში:
|
ბიუჯეტის მუხლის დასახელება |
თანხა ლარში |
|
|
9 |
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
203,849.82 |
|
10 |
სხვა საერთო ხარჯები |
56,652.26 |
|
13 |
შრომის ანაზღაურება |
112,737.92 |
|
14 |
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
29,684.48 |
|
18 |
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი |
31,197.03 |
|
სულ ლარში |
434,121.51 |
2017 წლის ბიუჯეტის ეკონომიის თანხა 434,121.51 ლარი, კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადატანილი უნდა იქნეს ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში: ძირითადი საშუალებები, კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ხარჯები, ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები, მივლინების ხარჯები, კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები და პრემირების ფონდი.
ამასთან კომისიის ბიუჯეტის მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “17. შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნ. დევდარიანის ინფორმაცია კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილების საჭიროების შესახებ;
2. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N838/21 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. დამტკიცდეს 2017 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
მუხლი |
დასახელება |
2017 წლის ბიუჯეტი ლარში |
|
1 |
2 |
3 |
|
|
სულ შემოსავლები |
9,410,000.00 |
|
1 |
რეგულირების საფასური |
8,560,000.00 |
|
2 |
სარეზერვო ფონდი |
850,000.00 |
|
|
|
|
|
|
სულ ხარჯები |
9,410,000.00 |
|
1 |
ძირითადი საშუალებები |
1,887,153.50 |
|
2 |
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
59,619.00 |
|
3 |
კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯები |
159,678.00 |
|
4 |
ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
141,092.34 |
|
5 |
მივლინების ხარჯები |
227,398.04 |
|
6 |
საბანკო მომსახურეობის ხარჯები |
15,000.00 |
|
7 |
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები |
81,445.29 |
|
8 |
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
38,645.00 |
|
9 |
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
115,775.18 |
|
10 |
სხვა საერთო ხარჯები |
337,170.07 |
|
11 |
წარმომადგენლობითი ხარჯები |
30,000.00 |
|
12 |
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
12,000.00 |
|
13 |
შრომის ანაზღაურება |
3,883,000.08 |
|
14 |
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
969,250.02 |
|
15 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები |
20,000.00 |
|
16 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები |
269,838.02 |
|
17 |
შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდი |
1,114,132.49 |
|
18 |
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი |
48,802.97 |
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
