შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „ფრინეტის“ (ს/კ 431166793) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2017 16:44
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2017
|
შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „ფრინეტის“ (ს/კ 431166793) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „MAXNET“-მა და შპს „ფრინეტმა“, (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/8990-17 24.11.2017), შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს „MAXNET“ და შპს „ფრინეტი“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს. შპს „MAXNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.2. ინტერნეტ მომსახურება WiFi შპს „ფრინეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.2. ინტერნეტ მომსახურება WiFi მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად: შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „ნეტფლექსი“. შპს „MAXNET“-ის დირექტორია პაატა შამუგია. შპს „ნეტფლექსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ლევან გაბუნია შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია გიორგი კირვალიძე. შპს „ნეტფლექსი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „YOURNET“ -ში და წილის 96%-ს შპს „Niknet“-ში. შპს „YOURNET“-ის დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი, რომელიც ასევე არის შპს „სქაიტელის“ დირექტორი. შესაბამისად, შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები არიან: შპს „YOURNET“ (ს/კ 438108398), შპს „სქაიტელი“ (ს/კ 400013748) და შპს „Niknet“ (ს/კ 406083508). შპს „MAXNET“, შპს „ფრინეტი“, ასევე შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა: შპს „MAXNET“ – 2691 აბონენტი; შპს „ფრინეტი“ – 2418 აბონენტი; შპს „YOURNET“ – 1853 აბონენტი; შპს „სქაიტელი“ – 6728 აბონენტი; შპს „Niknet“ – 1054 აბონენტი; შპს „ნეტფლექსი“ – 498 აბონენტი. ხოლო მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
ვინაიდან შპს „MAXNET“ და შპს „ფრინეტი“ საქმიანობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ შპს „MAXNET“ აბონენტებს ემსახურება ამბროლაურის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ხოლო შპს „ფრინეტი“ - ახმეტის, გურჯაანის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად ამ კომპანიების შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემო არ იცვლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „MAXNET“-ისა შპს „ფრინეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1. მიეცეთ თანხმობა შპს „MAXNET“-ს და შპს „ფრინეტს“, შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმაზე; 2. განემარტოთ შპს „MAXNET“-ს და შპს „ფრინეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“ და შპს „ფრინეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“-მა და შპს „ფრინეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა; 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „MAXNET“-ისა და შპს „ფრინეტისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე |
