წვდომის მენიუ

შპს „არტ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 806 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2017 13:28

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

შპსარტ რადიოსკერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „არტ რადიომ“ (№7/8273-17, 25.10.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული მათი ლიცენზია მოიცავს რადიომაუწყებლობას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. რეგიონებში მაუწყებლობის განსახორციელებლად კომპანიამ არაერთი სამუშაო ჩაატარა, რაც დაკავშირებული იყო გარკვეულ ფინანსებთან, აწარმოა მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიასთან სიგნალის ტრანსპორტირების შესახებ, მიუხედავად ამისა რადიოს ფინანსური შესაძლებლობა ვერ წვდება რეგიონული ინფრასტრუქტურის მთლიანად გამართვას და მითუმეტეს პერიოდულ (ყოველთვიურ) ხარჯებს სიგნალის ტრანსპორტირებასთან და სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილების იჯარასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომპანია ითხოვს კერძო რადიომაუწყებლობის №B52  ლიცენზიაში გაუქმდეს  რეგიონებში მაუწყებლობის უფლება და დარჩეს მხოლოდ თბილისში მაუწყებლობისთვის განსაზღვრული სიხშირეები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ა.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ა.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა.ე.ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ა.ე.ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;

ა.ე.გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;

ა.ე.დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;

ა.ე.ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;

ა.ე.ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;

ა.ე.ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;

ა.ე.თ) რადიო მაუწყებლობა 104,2 მგჰც სიხშირეზე 0.3 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;

) მაუწყებლობის სახე:  რადიომაუწყებლობა;

.) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

.) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

.) მაუწყებლობის ენა: ქართული;

.) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 97,5 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №738/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსარტ რადიოსკერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 14 დეკემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზია არ არის გაცემული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის წესით. იგი  გაცემულ იქნა შპს „23 მაისზე“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ 1997 წლის 8 ოქტომბერს (ლიცენზიის №347). 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და №347 ლიცენზიას მიენიჭა №B52.

კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპსარტ რადიოს“ წარმომადგენელი შოთა ჩავლეიშვილი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ შპს „არტ რადიოს“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1. ნაწილობრივ გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6  გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ე.ბ), ა.ე.გ), ა.ე.დ), ა.ე.ე), ა.ე.ვ), ა.ე.ზ), ა.ე.თ) ქვეპუნქტები;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა და სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები