წვდომის მენიუ

შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 808 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2017 13:16

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

შპსქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართულმა რადიომ“ (№7/8363-17, 27.10.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების  გაუქმების მოთხოვნით.       

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის: 

ა) B138 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ა.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ბორჯომი

102.8

FM

V

წრიული

500

41°49'26"N

43°22'58"E

30

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ა.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ბ) №B139 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №328/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ბ.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ბ.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ბ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ახალციხე

101.9

FM

V

წრიული

500

41°37'49"N

42°57'26"E

40

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ბ.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

გ) B142 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №331/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

გ.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

გ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

გ.დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

გ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ტყიბული

103.0

FM

V

წრიული

250

42°22'27"N

43°02'20"E

30

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

გ.ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №740/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 14 დეკემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპსქართული რადიოს“ წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო რადიომაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ შპს „ქართული რადიოს“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B138 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1 გადაწყვეტილება;

2. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B139 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №328/1 გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B142 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №331/1 გადაწყვეტილება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები