წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 809 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2017 11:12

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №76 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №76 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 76 სხდომის  დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი 2017  წლის 14 დეკემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3. „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  4. ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „ონლაინ მიუზიკის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - კომისიის კონსულტანტი);
  10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ კომისიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - კომისიის კონსულტანტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები