წვდომის მენიუ

„განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 810 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2017 18:35

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

„განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” საფუძველზე და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მომართვის თანახმად,  სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დადგინდა 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები. ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ არ იქნა მოთხოვნილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადების დადგენა.

2017 წლის 21 ნოემბერს კომისიას №17/11/21-3 წერილით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 6/8966-17 21.11.2017), რომელშიც აღნიშნა, რომ კომპანიას მომზადებული აქვს ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგია, რომელზედაც აუდიტორული კომპანიის დასკვნა დღეისათვის მიღებული არ აქვთ. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დადგენილ ვადებისაგან განსხვავებული ვადების დადგენას, კერძოდ, სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 30 იანვრამდე, რათა კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს წარმოადგინოს შესამაბისი მეთოდოლოგია აუდიტორული დასკვნის მიღების შემდეგ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში;

2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების - სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“, შპს „მაგთიკომისათვის“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები:

ა) სს „სილქნეტისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილამდე;  სააღრიცხვო პოლიტიკის გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 1 ივნისამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“: სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 თებერვლამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

გ) შპს „მობიტელისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილამდე;

დ) შპს „ჯეოსელისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 იანვრამდე;

ე) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ - სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 31 იანვრამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

ვ) შპს “მაგთიკომისათვის“ - სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 30 იანვრამდე“. 

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                               ვახტანგ აბაშიძე                              

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

                              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები