ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2017 18:33
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017
ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ“ (№7/9273-17, 08.12.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B86 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
95.9 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
41°41'44"N 44°47'05"E |
75 |
8 |
|
გორი |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°01'56"N 44°02'51"E |
70 |
8 |
|
ახალციხე |
100.9 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°37'48"N 42°57'25"E |
40 |
8 |
|
თელავი |
101.7 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
15 |
6 |
|
ქუთაისი |
101.8 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
75 |
8 |
|
ბათუმი |
103.9 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
40 |
8 |
|
ზუგდიდი |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°24'48"N 41°49'05"E |
40 |
8 |
|
ახალქალაქი |
102.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
|
დმანისი |
107.6 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
6 |
|
დედოფლის წყარო |
102.6 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°28'0.81"N 46°08'10.82"E |
180 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 18 იანვარს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
