წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის N 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“

ნომერი: 816 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2017 18:48

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის N 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების აობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“                

სსიპ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2016 წელს კომისიაში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების პროცესში, 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებით დაამტკიცა კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.  

2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კანონს დაემატა 131 მუხლი, რომლის თანახმად, მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი.

კომისიაში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია კომისიის აპარატი. კომისიის აპარატში მოქმედებს შესაბამისი ფუნქციების მქონე ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომისიის მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას. შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა ფუნქციები იყოფა კომისიის მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფისთვის სახაზო ფუნქციების განმახორციელებელ,  ასევე, დამხმარე ხასიათის მუდმივ ფუნქციებად.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ასევე, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215  დადგენილების გათვალისწინებით, ის პოზიციები, რომლებიც სახაზო ფუნქციებს ახორციელებენ ექვემდებარებიან რანგირებას, ხოლო დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციები  არ ექვემდებარებიან რანგირებას. შესაბამისად, თითოეული თანამდებობა, პასუხისმგებლობის, მოვალეობათა შესრულების სირთულის, კომპეტენციის, აუცილებელი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გადანაწილდეს  ოთხ იერარქიულ რანგში,  სადაც პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე  - ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი. 

კომისიაში არსებული პოზიციათა იერარქია

რანგი

საფეხური

მოხელის თანამდებობათა იერარქია

დეპარტამენტის უფროსი

1

1.1. 

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

სამსახურის უფროსი

 

2

2.1.

პირველადი  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

ჯგუფის უფროსი

2

2.2.

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

მთავარი სპეციალისტი

3

3.1.

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

წამყვანი სპეციალისტი

3

3.2.

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სპეციალისტი

3

3.3.

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ინჟინერი, თანაშემწე,

4

4.1.

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

რეგიონალური/სტაციონარული ინჟინერი

4

4.2.

მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

 

 

4.3.

მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 


კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მოქმედი საშტატო პოზიციების თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და  იერარქიულ რანგში გადანაწილების კრიტერიუმების - პასუხისმგებლობა, მოვალეობის შესრულების სირთულე, კომპეტენცია, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება შედარებითი ანალიზის საფუძველზე კომისიის საშტატო ნუსხის რანგებში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციის შესაბამის რანგს წარმოადგენს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი (3.2.). აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიცია უნდა განისაზღვროს წამყვანი სპეციალისტის პოზიციად;

ბ) კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის რანგისათვის კომისიაში დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისი რანგია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი (3.1.). შესაბამისად, აღნიშნული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია უნდა განისაზღვროს მთავარი სპეციალისტის პოზიციად;

გ) კომისია ითვალისწინებს 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებაში კომისიის წევრის კახი ბექაურის მიერ გამოთქმულ შენიშვნას რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის პოზიციებისა და სახელფასო განაკვეთების კორექტირების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ დეპარტამენტში პოზიციათა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით განსაზღვრული რანგებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, პოზიციები დაკორექტირდა პოზიციათა მსგავსების გათვალისწინებით და გადანაწილდა შესაბამის რანგებში. აღნიშნული დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სპეციალისტის პოზიცია უნდა განისაზღვროს წამყვანი სპეციალისტის პოზიციად, ხოლო მისი შესაბამის რანგად განისაზღვროს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი - 3.2. ამასთანავე, 2016 წლის დეკემბერში განხორციელებული ატესტაციის პროცესში გამოიკვეთა რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სადგურის (ურთა) ფუნქციების ახლებურად განსაზღვრის აუცილებლობა. კომისია თვლის, რომ რეგიონული სადგურის ინჟინრის პოზიცია (ურთა) უნდა განისაზღვროს რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციად, ხოლო მის შესაბამის რანგად განისაზღვროს პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის რანგი - 4.1. 

დ)  კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის N6 დადგენილებით ცვლილებები შევიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში, რომლის შედეგადაც კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გარდაიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურად. ასევე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფი გამოეყო ადმინისტრაციას და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სახით.  

ე) კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, გაანალიზდა კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის განსაზღვრული ფუნქციების ამ სამსახურში დასაქმებულ თანაშემწეთა შორის ოპტიმალური და ეფექტიანი გადანაწილების საკითხი. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს 4 პოზიციით.

ვ)  კომისია ითვალისწინებს, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს კომისიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA170012576) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის 4 სადგურის დაცვის მომსახურების შესყიდვის მიზნით. 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0910/01 შპს „ვიქტორია სექიურითისგან“. აღნიშნულმა კომპანიამ მომსახურების განხორციელება დაიწყო 2017 წლის 10 ნოემბრიდან. შესაბამისად, 2017 წლის 11 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა აღნიშნული სადგურების დარაჯებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს დარაჯის 6 საშტატო ერთეული.

ზ) გარდა ამისა, კომისიამ გაითვალისწინა კომისიის აპარატის დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) პოზიციების ფუნქციური დატვირთვები და მიიჩნია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტის პოზიცია უნდა განისაზღვროს წამყვანი პროგრამისტის პოზიციად, ხოლო ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტორის პოზიცია უნდა განისაზღვროს მთავარი შიდა აუდიტორის პოზიციად.  

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილია კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა (დანართი 1) და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხა (დანართი 2). 

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესების ანალიზის პროექტი USAID HICD-ის დაფინანსებით, რომლის მიზანია კომისიის სამუშაო პროცესების დეტალური აღწერა და ანალიზი, პროცესების ოპტიმიზაცია და, შეძლებისდაგვარად, ავტომატიზაცია. პროცესების ანალიზის საფუძველზე, პროექტის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ცვლილებების განხორციელება კომისიის აპარატის  სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შედეგად შეიცვალა კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობები. საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებიდან, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიიჩნევს დასაქმებულთა გაფრთხილებას პოზიციათა ცვლილების   თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 25-ე და 1261 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა“ თანდართული ფორმით (დანართი 1);     

2.დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხა (დანართი 2);

3.საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილება ჩაითვალოს კომისიის აპარატში დასაქმებულთა გაფრთხილებად შრომითი ხელშეკრულების პირობების არსებითი ცვლილების შესახებ, რომელიც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით;

4. დაევალოს კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს (თ. ბოკუჩავა),  კომისიის სამუშაო პროცესების აღწერისა და ანალიზის პროექტის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, კომისიას წარუდგინოს რეკომენდაციები „სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხაში“ ცვლილებების შესახებ.

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილება.

6. კომისიის აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება ამოქმედდეს კომისიასთან მიმართებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რანგირების სისტემის ძალაში შესვლისთანავე.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები