სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2018 16:44
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2017
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9054–17) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მარლთზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. კომისიამ სს „სილქნეტს“ მიმართა წერილით (N09/4134-17 – 01.12.2017) და მოსთხოვა დაზუსტება თუ წარმოდგენილი ინფორმაციის კონკრეტულად რა ნაწილის ცნობას ითხოვდა კომერციულ საიდუმლოებად, ასევე მოსთხოვა დეტალური დასაბუთების წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრა ვადა 2 სამუშაო დღე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 2017 წლის 05 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9193–17) რომლითაც კომპანიამ დააზუსტა მოთხოვნა და წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვა სრულად, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა და ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად კომპანიამ განაცხადა, რომ „წარმოდგენილი ხელშეკრულებები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს მხარეთა შორის არსებული კომერციული, ფინანსური და ტექნიკური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის ხელშეკრულებებში ასახვაც გახორციელდა მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებები შედეგად და აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, კონკურენტი კომპანიებისთვის ცნობილი გახდება ის კომერციული და ფინანსური პირობები, რა პირობების გათვალისწინებითაც წარმოდგენილი ხელშეკრულებების მხარეები შევიდნენ სახელშეკრულებო ურიერთობებში, გარდა აღნიშნულისა, თავად ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის მუხლებს, რომლითაც მხარეებს შეზღუდული აქვთ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მესამე პირებისთვის გამჟღავნება.”
2017 წლის 19 დეკემბერს, განმცხადებლის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე ისევ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოდ ცნობა სრულად გარდა: ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
სს „სილქნეტის“ მიერ 2017 წლის 28 ნოემბერის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9054–17) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (2–32 გვ);
ბ) Craze Digital BVI-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 01.02.2016-ში გაფორმებული ხელშეკრულება (33–44 გვ);
გ) Volgafilm Inc.-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (45-86 გვ);
დ) Prime Entertainment Group-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (87-93 გვ);
ე) Prime Entertainment Group-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (94-96 გვ);
ვ) TVF-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 2015 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (97–114 გვ);
ზ) Mauris Bussines Corp.-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 04 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (115-140 გვ);
თ) A-Company Film Licensing International GmbH-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (141-159 გვ).
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: ხელშეკრულების საგანი და მხარეები, ხელშეკრულების ვადები, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალი, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობა, გავრცელების ტერიტორია და ტექნოლოგია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ 2017 წლის 28 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9054–17) უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2017 წლის 28 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9054–17) განცხადება, სს „სილქნეტის“ 2017 წლის 05 დეკემბრის განცხადების და 2017 წლის 19 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) ცნობილ იქნას Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
ბ) ცნობილ იქნას Craze Digital BVI-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 01.02.2016-ში გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
გ) ცნობილ იქნას Volgafilm Inc.-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
დ) ცნობილ იქნას Prime Entertainment Group-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
ე) ცნობილ იქნას Prime Entertainment Group-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
ვ) ცნობილ იქნას TVF-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 2015 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
ზ) ცნობილ იქნას Mauris Bussines Corp.-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 04 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
თ) ცნობილ იქნას A-Company Film Licensing International GmbH-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა და მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გაშვების რაოდენობისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
