წვდომის მენიუ

შპს „ოლკომისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 823 / 15

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2018 16:51

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2017

შპს „ოლკომისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”ოლკომმა”  (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-7/9233-17, 07/12/2017) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) გამოყოფის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ოლკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებ­ლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ  შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  შპს „ოლკომს”  უნდა მიენიჭოს  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი 018-00 (1152), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით  მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, შპს „ოლკომს” ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)  Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 018-00 (1152) ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 21 დეკემბრიდან;

3გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „ოლკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები