საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:35
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 იანვარს კომისიას მიმართა შპს „კომპანია მედიასტრიმმა“ და მოითხოვა ცვლილების შეტანა კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებაში, კერძოდ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული სტუდიის მისამართი - მელიქიშვილის ქ. №1-ის ნაცვლად განისაზღვროს დოლიძე/ბალანჩივაძის ქ. №2/1-ით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 24 იანვრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ მოთხოვნილ ახალ მიმართულებაზე (მონაკვეთზე) სტუდიიდან (დოლიძე/ბალანჩივაძის ქ. №2/1) მთაწმინდის ანძამდე სიგნალის მიწოდებისთვის, კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირის (7728 მჰც ± 3.5 მჰც) გამოყენება, ტექნიკურად შესაძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებში ცვლილების შეტანა და ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში მითითებული შპს „კომპანია მედიასტრიმის“ სტუდიის მისამართის შეცვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 28 მაისის №272/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს „კომპანია მედიასტრიმს“ სიხშირე 7728 მჰც ± 3.5 მჰც, ზოლის სიგანით 7 მჰც თბილისში სტუდიიდან (დოლიძე/ბალანჩივაძის ქ. №2/1) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო საერთო №B173 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 08.01.25)“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის რადიოსიხსირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე