რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2018 17:46
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მეცხრე არხმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/8702-17, 10.11.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეცხრე არხი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №47) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური), სიხშირე - 14429 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
გ) მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 4153 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
დ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის №47), სიხშირე - 14559 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 6 აპრილამდე;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ვ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ვ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მეცხრე არხი” დღეის მდგომარეობით არ ახორციელებს მაუწყებლობას და მას ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის №780/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბერი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”მეცხრე არხის” წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „მეცხრე არხის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მეცხრე არხისთვის” გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „მეცხრე არხისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
