წვდომის მენიუ

შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 836 / 11

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2018 16:47

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2017

შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) მიერ შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „ბანეტმა“ და შპს „მიკრონეტმა“, (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/9297-17 11.12.2017), შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ბანეტი“ და შპს „მიკრონეტი“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „ბანეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

შპს „მიკრონეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია.

შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი დავით სიხარულიძე.

კომისიაში არსებული, პირის აფილირებულობის შესახებ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ბანეტის“,  შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის მფლობელის და დირექტორის - გიორგი ციკოლიას, ასევე შპს „მიკრონეტის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

შპს „ბანეტი“ და შპს „მიკრონეტი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ბანეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 1280 აბონენტი, მათ შორის: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 473 აბონენტი (ხვედრითი წილი - 29%), ვანის მუნიციპალიტეტი - 679 აბონენტი (ხვედრითი წილი 32%), სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 34 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,5%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - 89 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1,5%).

შპს „მიკრონეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 2183 აბონენტი, მათ შორის: ახმეტის მუნიციპალიტეტში -  139 აბონენტი (ხვედრითი წილი - 5%), ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 61 აბონენტი (ხვედრითი წილი - 2%), გარდაბნის მუნიციპალიტეტში -  225 აბონენტი (ხვედრითი წილი - 3%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში -  56 აბონენტი (ხვედრითი წილი - 4%), ვანის მუნიციპალიტეტში -  12 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში -  112 აბონენტი (ხვედრითი წილი - 6%), თელავის მუნიციპალიტეტში -  372 აბონენტი (ხვედრითი წილი - 4%), ლენტეხის მუნიციპალიტეტში -  83 აბონენტი (ხვედრითი წილი - 83%), მესტიის მუნიციპალიტეტში -  100 აბონენტი (ხვედრითი წილი - 69%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 283 აბონენტი (ხვედრითი წილი - 6%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 31 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1%), ქალაქ ბათუმში 81 აბონენტი, ქალაქ თბილისში 18 აბონენტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 22 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1%), ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 61 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1%), ქალაქ ქუთაისში - 29 აბონენტი, ყვარლის მუნიციპალიტეტში - 49 აბონენტი (ხვედრითი წილი - 2%), ცაგერის მუნიციპალიტეტში - 30 აბონენტი (ხვედრითი წილი - 81%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 47 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1%), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 274 აბონენტი (ხვედრითი წილი - 7%).

შპს „ბანეტი“ და შპს „მიკრონეტი“ ძირითადად საქმიანობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, თანაკვეთაა მხოლოდ ვანისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, სადაც ამ კომპანიების ერთობლივი საბაზრო წილი უმნიშვნელოდ იზრდება. შესაბამისად, ამ კომპანიების შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ, სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემო არ იცვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“   წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „ბანეტს“ და შპს „მიკრონეტს“ , შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „ბანეტს“ და შპს „მიკრონეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „ბანეტი“ და შპს „მიკრონეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „ბანეტმა“ და შპს „მიკრონეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                  კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                  ვახტანგ აბაშიძე                              

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები