შპს „TV ERA“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:37
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
შპს „TV ERA“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „TV ERA”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №7/13404-16, 27.12.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №852/5 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „TV ERA” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მჰც ÷ 2596 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.ბათუმში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 13 თებერვლამდე;
გ) სათაო გადამცემის სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300 გრადუსით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე მე-10 კილომეტრი.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
შპს „TV ERA”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2017 წლის 13 თებერვალს. შესაბამისად, შპს „TV ERA”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC905)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილი უნდა იყოს მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს:
ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე;
ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია:
ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები;
ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV ERA”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 7 აპრილს გაეგზავნა წერილი (№02/1124-16) და ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია გამოხატავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილს, ლიცენზიას ვადა გაუგრძელდება 2019 წლის 24 აპრილამდე, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას კომისია გაიანგარიშებს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის მიხედვით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „TV ERA” -ს მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 31 იანვრის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/934-176), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად, დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 2500-2700 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, 2500-2700 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ჩატარებულია სამი აუქციონი, რომლებშიც გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „თანამგზავრი XXI”, შპს „სერვისლაინი“ და ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილი“. აუქციონებში დაფიქსირებული ფასების და შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით, 2500-2700 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 1 მგჰც-ის ფასი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 13,048.57 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ №F44 ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ ქ. ბათუმზე, ქ. ბათუმის გეოგრაფიული კოეფიციენტის გათვალისწინებით, №F44 ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2017 წლის 13 თებერვლიდან 2027 წლის 13 თებერვლამდე (სულ 3652 დღე) გაგრძელების საფასური შეადგენს 51,609.66 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV ERA”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №44 ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 2019 წლის 24 აპრილამდე, რაც, 2017 წლის 13 თებერვლიდან შეადგენს 800 დღეს, შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური 800 დღეზე პროპორციულად შეადგენს 11,305.51 (800/3652)* 51,609.66=11,305.51) ლარს.
კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს „TV ERA”-ს წარმომადგენელები ნინო კოსტავა და ნუგზარ ჭედია. ნინო კოსტავამ დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 11,305.51 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა. მან კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „TV ERA”-სთვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ექვს თვეზე განაწილვადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა შპს „TV ERA”-ს წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად დააკმაყოფილა შპს „TV ERA”-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განწილვადება ექვს თვეზე, კერძოდ საფასურის 30%-ს გადახდა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში, ხოლო თანხის 70% განწილვადდეს დარჩენილ ვადაზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის გ)ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „TV ERA”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიას 2017 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 24 აპრილამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მჰც ÷ 2596 მჰც ქ. ბათუმში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 24 აპრილამდე;
გ) ტექნიკური პარამეტრები: სათაო გადამცემის სადგურის ქ. ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300 გრადუსით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე მე-10 კილომეტრი.
დ) უზრუნველყოს შპს „TV ERA“-მ 2500 მჰც ÷ 2596 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება წერტილი-მრავალწერტილი არქტიტექტურით განსაზღვრული ტექნოლოგიით, კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 11,305.51 (თერთმეტი ათას სამასხუთი ლარი და 51 თეთრი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს „TV ERA“-მ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 11,305.51 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300693402
3391,65.00 – 2017 წლის 9 მარტამდე;
1583.00 – 2017 წლის 9 აპრილამდე;
1583.00 – 2017 წლის 9 მაისამდე;
1583.00 – 2017 წლის 9 ივნისამდე;
1583.00 – 2017 წლის 9 ივლისამდე;
1581.86 – 2017 წლის 9 აგვისტომდე;
4. შპს „TV ERA“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA“-სთვის გაგზავნა (ი. ხარებავა).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე