წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 842 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2018 17:12

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემუშავდა 2017 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე აპარატის დეპარტამენტების და სამსახურების  მიერ წარმოდგენილი, სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად:

კომისიის 2018 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 8,960,000.00 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდმა 1,100,000.00 ლარი.  სულ 2018 წლის საპროგნოზო შემოსავალი არის 10,060,000.00 ლარი.

2018 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2017 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ფაქტიური ხარჯებიდან და კომისიის აპარატის დეპარტამენტებიდან და სამსახურებიდან წარმოდგენილი სავარაუდო (დაკორექტირებული) ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 10,060,000.00 ლარით.

2018 წლის ძირითადი საშუალებების შეძენის მუხლი განსაზღვრულია -- 477,953.56 ლარით, რომელიც მოიცავს რადიომინიტორინგის აპარატურის შეძენის თანხის ნაწილს-- 123,987.83 ლარს, ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემის --82,507.72 ლარს, კომპიუტერული ტექნიკისა  და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებს.

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები -- 35,614.00 ლარი, კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯები -- 190,260.00 ლარი და ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები -- 180,000.00 ლარი განისაზღვრა 2017 წლის 9 თვის ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით.

მივლინების ხარჯები  განისაზღვრა 245,100.00 ლარით, რაც დეპარტამენტების და სამსახურების მიერ წარმოდგენილ ხარჯებთან შედარებით 90,510 ლარით შემცირდა.

კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები წარმოდგენილია 179,804.97 ლარის ოდენობით.

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 1,031,850.00 ლარი, რომელშიც შედის საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებზე  და ბაზებზე წვდომის, NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურება, EBRD-ის საკონსულტაციო პროექტის თანადაფინანსების და კომისიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.

სხვა საერთო ხარჯები --- სულ თანხით 560,172.79 ლარი, შედგება სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლის, ოფისის შენობის და რადიო სპექტრის მონიტორინგის სადგურების დაცვის, მთარგმნელობითი მომსახურეობის, ფოსტის მომსახურეობის, ინტერნეტის ხარისხის გასაზომი სისტემის სერვერების 1 წლიანი ლიცენზიების შესყიდვის, მონიტორინგის პროგრამის,  2017 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარების, გაუთვალისწინებელი და სხვა ხარჯებისაგან.

შრომის ანაზღაურების და სახელმწიფო ბიუჯეტის ანარიცხების ხარჯები გამომდინარეობს 2018 წლის საშტატო ნუსხიდან და დაიგეგმა 5,416,650.00 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების გარეშე).

კომისიის 2018 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც გასულ წლებში, ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები -- 21,500.00 ლარი და შრომის ანაზღაურების ხარჯები -- 247,319.10 ლარი, რითაც კომისიამ გაითვალისწინა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154  მუხლის მოთხოვნები.

შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების  ფონდი -- 1,323,593.90 ლარი.

2018 წელს გასამართი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ხარჯები 50,000.00 ლარი.

აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 მარტიდან, კერძოდ: რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური (გარდა ლიცენზიისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა) ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.  კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს  მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობ  სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და  უფლებამოსილია საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედია წიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები. ამდენად, აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს სხვაობას როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების კუთხით, შესაბამისად, 2018 წელს საჭირო გახდება  ბიუჯეტის კორექტირება.

ეროვნული „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს  კომისიის 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 ბიუჯეტის მუხლის N

სულ შემოსავლები

10,060,000.00

1

რეგულირების საფასური

8,960,000.00

2

სარეზერვო ფონდი

1,100,000.00

 

 

 

#

სულ ხარჯები

10,060,000.00

1

ძირითადი საშუალებები

479,633.56

2

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები

35,614.00

3

კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალური ხარჯები

190,260.00

4

ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები

180,000.00

5

მივლინების ხარჯები

245,100.00

6

საბანკო მომსახურეობის ხარჯი

3,000.00

7

კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები

179,804.97

8

სხვადასხვა საწევრო გადასახადები

44,221.68

9

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები

1,031,850.00

10

სხვა საერთო ხარჯები

558,492.79

11

წარმომადგენლობითი ხარჯები

37,960.00

12

მიმდინარე რემონტის ხარჯები

15,000.00

13

შრომის ანაზღაურება

4,333,320.00

14

სახ. ბიუჯეტის ანარიცხები

1,083,330.00

15

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები

21,500.00

16

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამველის  სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები

247,319.10

17

შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების  ფონდი

1,323,593.90

18

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი

50,000.00


2. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების კომისიისათვის წარმოდგენა ყოველი კვარტლის დასრულების მომდევნო თვეს;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 1 იანვრიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნულის გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნათია დევდარიანს).

           კომისიის თავმჯდომარე                                                კ. ბექაური

           კომისიის წევრი                                                                 ვ. აბაშიძე

           კომისიის წევრი                                                                 ე. ასანიძე

           კომისიის წევრი                                                                 გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                 მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები