შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:39
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/755-17 25.01.2017) მიმართა შპს „Netflex ნეტფლექსმა” (ს/კ 400036402), შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „Netflex ნეტფლექსის” მიერ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/755-17 25.01.2017) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს „Netflex ნეტფლექსის” საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- შპს „Netflex ნეტფლექსის” დამფუძნებლების და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- შპს „Netflex ნეტფლექსის” შემოსავლების შესახებ;
- შპს „Netflex ნეტფლექსის” ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;
შპს „Netflex ნეტფლექსი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „Netflex ნეტფლექსის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ნუკრი ზუხბაია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „Netflex ნეტფლექსი” არის შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) 100%-ის მფლობელი, შპს “YOURNET”-ის (ს/კ 438108398) წილის 100%-ის მფლობელი, ასევე შპს “niknet”-ის (ს/კ 406083508) წილის 96%-ის მფლობელი. შპს “niknet”-ის წილის 4%-ის მფლობელია ფიზიკური პირი პაატა შამუგია, ხოლო შპს “YOURNET”-ის და შპს “niknet”-ის დირექტორი არის არჩილ ხოჯაშვილი.
ფიზიკური პირი არჩილ ხოჯაშვილი ასევე წარმოადგენს:
- ავტორიზებული პირი - შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) დირექტორს.
შპს „MAXNET“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს “YOURNET”-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს “niknet”-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „სქაიტელის“ 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი.
შპს „niknet”-ის წილის 4%-ის მფლობელის პაატა შამუგიას შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელის ბესიკი მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მიხედვით არ დგინდება.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „MAXNET“-ი არის შპს „ტვ ნეტის“ (ს/კ 415592594) 100%-იანი წილის მფლობელი. შპს „ტვ ნეტის“ დირექტორი არის მირიან ხვედელიძე.
შპს „ტვ ნეტი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.5. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ ნეტის“ დირექტორის მირიან ხვედელიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მიხედვით არ დგინდება.
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით შპს „Netflex ნეტფლექსის”, შპს „MAXNET“-ის, შპს „ტვ ნეტის“, შპს „niknet”-ის, შპს “YOURNET”-ის და შპს „სქაიტელის“ შემოსავლები, აბონენტების რაოდენობა და შესაბამისად მათი ხვედრითი წილები ფიქსირებული საცალო ინტერნეტ სააბონენტო მომსახურებიდან მოცემულია ცხრილი =1-ში გეოგრაფიული არეალების მიხედვით:
ცხრილი =1
|
მიღებული შემოსავლები 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში |
ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით |
|||
|
ლარი |
ხვედრითი წილი % |
ცალი |
ხვედრითი წილი % |
|
|
ამბროლაურის რაიონი |
130,713 |
|
434 |
|
|
MAXNET |
19,752 |
15.11% |
128 |
29.49% |
|
გარდაბნის რაიონი |
2,177,919 |
|
7,495 |
|
|
სქაიტელი |
26,386 |
1.21% |
285 |
3.80% |
|
გურჯაანის რაიონი |
1,290,680 |
|
5,422 |
|
|
YOURNET |
31,350 |
2.43% |
247 |
4.56% |
|
სქაიტელი |
20,278 |
1.57% |
489 |
9.02% |
|
დედოფლისწყაროს რაიონი |
216,251 |
|
935 |
|
|
YOURNET |
49,323 |
22.81% |
462 |
49.41% |
|
დუშეთის რაიონი |
516,381 |
|
2,223 |
|
|
Netflex ნეტფლექსი |
20,837 |
4.04% |
151 |
6.79% |
|
სქაიტელი |
10,399 |
2.01% |
362 |
16.28% |
|
თბილისი |
120,418,260 |
|
324,509 |
|
|
niknet |
83,387 |
0.07% |
428 |
0.13% |
|
სქაიტელი |
251,742 |
0.21% |
2,082 |
0.64% |
|
თეთრი წყაროს რაიონი |
319,913 |
|
1,407 |
|
|
სქაიტელი |
19,504 |
6.10% |
232 |
16.49% |
|
ლაგოდეხის რაიონი |
714,959 |
|
2,915 |
|
|
სქაიტელი |
468 |
0.07% |
30 |
1.03% |
|
ონის რაიონი |
46,764 |
|
214 |
|
|
MAXNET |
35,398 |
75.70% |
208 |
97.20% |
|
რუსთავი |
6,200,981 |
|
32,635 |
|
|
სქაიტელი |
2,451 |
0.04% |
11 |
0.03% |
|
საგარეჯოს რაიონი |
925,220 |
|
3,884 |
|
|
YOURNET |
112,418 |
12.15% |
668 |
17.20% |
|
საჩხერის რაიონი |
482,695 |
|
2,328 |
|
|
MAXNET |
205,541 |
42.58% |
1,372 |
58.93% |
|
სენაკის რაიონი |
929,997 |
|
3,324 |
|
|
სქაიტელი |
7,045 |
0.76% |
118 |
3.55% |
|
სიღნაღის რაიონი |
659,891 |
|
2,824 |
|
|
YOURNET |
4,792 |
0.73% |
148 |
5.24% |
|
სქაიტელი |
1,692 |
0.26% |
213 |
7.54% |
|
სტეფანწმინდის რაიონი |
176,204 |
|
636 |
|
|
Netflex ნეტფლექსი |
39,051 |
|
235 |
5.22% |
|
ტყიბულის რაიონი |
318,076 |
|
1,264 |
|
|
MAXNET |
9,372 |
2.95% |
66 |
7.96% |
|
ქუთაისი |
7,928,509 |
|
34,789 |
|
|
niknet |
1,403 |
0.02% |
|
0.00% |
|
ხაშურის რაიონი |
1,598,687 |
|
7,424 |
|
|
niknet |
89,215 |
5.58% |
591 |
0.35% |
|
ხობის რაიონი |
300,327 |
|
2,599 |
|
|
სქაიტელი |
224 |
0.07% |
9 |
0.64% |
|
წყალტუბოს რაიონი |
1,132,509 |
|
4,676 |
|
|
niknet |
4,271 |
0.38% |
30 |
0.64% |
|
ჭიათურის რაიონი |
546,066 |
|
2,268 |
|
|
ტვ ნეტ |
30,863 |
5.65% |
135 |
5.95% |
|
MAXNET |
71,112 |
13.02% |
447 |
19.71% |
|
ჯავის რაიონი |
8,036 |
|
275 |
|
|
სქაიტელი |
8,036 |
100.00% |
275 |
100.00% |
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით შპს „ტვ ნეტი" ასევე ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, შპს „ტვ ნეტის" მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 18 802 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 150 აბონენტი.
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს „ტვ ნეტის" აბონენტთა ხვედრითი წილი 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა - 5,42%, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „ტვ ნეტის" შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგენდა - 14,22 %.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ლევან გაბუნია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრში არ იძებნება.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით დგინდება შპს „Netflex ნეტფლექსის”, აფილირებულობა შპს „MAXNET“-თან, შპს „ტვ ნეტთან", შპს “YOURNET”-თან, შპს „niknet”-თან და შპს „სქაიტელთან“, რადგანაც შპს „MAXNET“-ი არის შპს „ტვ ნეტის" წილის 100%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი კობა გოგატიშვილი არის შპს „MAXNET“-ის დირექტორი, შპს „Netflex ნეტფლექსი” არის შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელი, ასევე, შპს „Netflex ნეტფლქსი” არის შპს „niknet”-ის წილის 96%-ის და შპს “YOURNET”-ის წილის 100%-ის მფლობელი, ხოლო ფიზიკური პირი არჩილ ხოჯაშვილი არის შპს „niknet”-ის, შპს “YOURNET”-ის და შპს „სქაიტელის“ დირექტორი (ცხრილი =2).
ცხრილი =2 (იხ.დანართი)
კომისია ასევე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული აფილირებული ავტორიზებული პირები ბაზარზე ერთობლივად საქმიანობენ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „Netflex ნეტფლექსის” წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „Netflex ნეტფლექსს”, შპს „Netflex ნეტფლექსის” (ს/კ 400036402) წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლევან გაბუნიას მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „Netflex ნეტფლექსს”, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „Netflex ნეტფლექსი” ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს „Netflex ნეტფლექსისათვის” დაუყოვნებლივ გადაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „Netflex ნეტფლექსისათვის” და ფიზიკური პირის ლევან გაბუნიასათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების შპს „Netflex ნეტფლექსისათვის” და ფიზიკური პირის ლევან გაბუნიასათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
