შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:43
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 27 იანვარს წერილით მიმართა შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/849-17 27.01.2017), შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ მიერ 2017 წლის 27 იანვრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/523-17 20.01.2017) კომისიაში წარმოდგენილი იქნა:
- შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ სარეგისტრაციო მონაცემები და საქმიანობის სახე;
- ინფორმაცია შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - თეონა მარტაშვილის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი - კონსტანტინე ქაროსანიძე, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი - ალექსანდრე შახ-ნაზაროვი, რომლის კუთვნილი წილის სრულად შეძენის განზრახვა აქვს ფიზიკურ პირ - თეონა მარტაშვილს, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ დირექტორს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ წილის 50 %-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „ქლაუდ ცხრაში“, რომლის დირექტორს ასევე წარმოადგენს თეონა მარტაშვილი.
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიასა“ და შპს „ქლაუდ ცხრას“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება. შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წელს შეადგინა 276 420 ლარი, ხოლო შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წელს შეადგინა 379 392 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურების სეგმენტი არ არის განსაზღვრული როგორც რეგულირებას დაქვემდებარებული სეგმენტი. შესაბამისად, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“, შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ თეონა მარტაშვილის მიერ შეძენაზე.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას, გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიასათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა).
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
