შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:44
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 20 იანვარს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ და შპს “აირკონექტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/523-17 20.01.2017), შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ქალაქ ჭიათურაში ბოლო მომხმარებლებისათვის უსადენო WiFi ინტერნეტის მისაწოდებლად საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა) შპს „აირკონექტის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ და შპს “აირკონექტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) |
|
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება WiFi |
შპს “აირკონექტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს “აირკონექტის“ მიერ ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/523-17 20.01.2017) კომისიაში წარმოდგენილი იქნა:
- ინფორმაცია შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „რკინიგზის ტელეკომის“ აბონენტების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “აირკონექტის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “აირკონექტის“ აბონენტების შესახებ;
- შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ჩამონათვალი, რომლის შეძენის განზრახვა აქვს შპს “აირკონექტს“.
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“. კომპანიის დირექტორია გრიგოლი თოდუა. „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“-ის წილის 100 %-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნელგადო ლიმიტედი“, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8% წილის მფლობელს. შესაბამისად დგინდება აფილირებულობა შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შორის.
შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია დიმიტრი გოგოხია. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “აირკონექტის“, ასევე ფიზიკური პირის - დიმიტრი გოგოხიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ქალაქ ჭიათურაში ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ახორციელებს WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით და 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ემსახურებოდა 200 აბონენტს (ხვედრითი წილი 8,8%). აღნიშნული მომსახურების მისაწოდებლად საჭირო ძირითადი საშუალებებისა და აპარატურის შეძენის განზრახვა აქვს შპს “აირკონექტს“.
შპს “აირკონექტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნულ მომსახურებას შპს “აირკონექტი“ ახორციელებს ქალაქ თბილისში, ბათუმში, ფოთში, ასევე ახალქალაქის, კასპის, საჩხერის, ქედის, ჭიათურის, ხელვაჩაურისა და ხობის მუნიციპალიტეტებში
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის, ასევე შპს “აირკონექტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად:
შპს “აირკონექტის“ შემოსავლებმა 2016 წელს შეადგინა 236,884 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 992 აბონენტი.
შემოსავლების მიხედვით კომპანიის ხვედრითი წილები შეადგენს: თბილისში - 0,02%; ბათუმში - 0,02%; ფოთში - 0,05%; ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 0,02%; კასპის მუნიციპალიტეტში - 9,61%; საჩხერის მუნიციპალიტეტში - 21%; ქედის მუნიციპალიტეტში - 4,6%; ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 0,05%; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 1,39%; ხობის მუნიციპალიტეტში - 3,43%.
აბონენტების მიხედვით კომპანიის ხვედრითი წილები შეადგენს: თბილისში - 0,03%; ბათუმში - 0,03; ფოთში - 0,1%; ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 0,02; კასპის მუნიციპალიტეტში - 9,86%; საჩხერის მუნიციპალიტეტში - 20,5; ქედის მუნიციპალიტეტში - 7,83%; ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 0,05%; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 2,88%; ხობის მუნიციპალიტეტში - 1,84%.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს „რკინიგზის ტელეკომის“ და შპს “აირკონექტის“ ერთობლივი მოთხოვნა;
2. მიეცეს თანხმობა შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე;
3. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ და შპს “აირკონექტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა).
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
