წვდომის მენიუ

შპს „აიეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 89 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:45

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017

შპს „აიეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.  აღწერილობითი ნაწილი

2017 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/135-17; 10.01.2017), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „აიეტი“ 2016 წლის ივლისიდან არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. ამასთან, როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს „აიეტისთვის“ 2016 წლის პირველ ნოემბერს გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება N05/3896-16, რომლითაც მოეთხოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება, ადრესატს არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01001406545; გაგზვნის თარიღი: 1.11.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; გზავნილის კოდი: AP01001886416; გაგზვნის თარიღი: 28.11.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან). 2016 წლის 26 დეკემბერს ზემოაღნიშნული შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/avtorizirebul-pirebs-da-licenziis-mflobeli-kompaniebis-sayuradgebod2.page) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები. ასევე, მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „აიეტი“ 2016 წლის აპრილიდან კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ავტორიზებული პირების მიერ არ მოიხსენიება კონტრაჰენტ ოპერატორად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2017 წლის 25 იანვრის №10/745-17 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის  №შ-10/831-17 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „აიეტს“ 2016 წლის ივნისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით შპს „აიეტს“ დავალიანება არ გააჩნია) და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/135-17; 10.01.2017) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/831-17; 26.01.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აიეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 9 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „აიეტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/351-17, 3.02.2017) კომპანიას  არ ჩაბარდა.

2017 წლის 7 თებერვალს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადმოეცა კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის (Nშ-10/1153-17; 7.02.2017) სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „აიეტმა“ 2016 წლის 17 ივნისს კომისიას მიმართა ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით. განცხადების წარმოდგენის პერიოდისთვის კომპანიას არ ჰქონდა შევსებული 2014 და 2015 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რის თაობაზეც 2016 წლის 27 ივლისს გაეგზავნა წერილი N01/2825-16, რომლითაც მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის (Nშ-10/1153-17; 7.02.2017) სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „აიეტმა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეავსო. შესაბამისად, კომპანიას, ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნის დღისთვის (17.06.2016), შესრულებული აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ აქვს  2016 წლის ივლისის შემდგომ ფორმების შევსების ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი ითხოვს შპს „აიეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.  

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/135-17; 10.01.2017);
  2. კომისის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/745-17; 25.01.2017)
  3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/831-17; 26.01.2017);
  4. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/1153-17; 07.02.17)
  5. კომისიის 2016 წლის 27 ივლისის N01/2825-16 წერილი გაგზავნილი შპს „აიეტისთვის;
  6. შპს „აიეტის“ 2016 წლის 17 ივნისის Nშ-7/5582-16 განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აიეტის“  შესახებ მონაცემები.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „აიეტი“ 2014 წლის 15 მაისიდან წარმოადგენდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2. ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
  2. შპს „აიეტმა“ 2016 წლის 17 ივნისს კომისიას მიმართა ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით. განცხადების წარმოდგენის პერიოდისთვის კომპანიას არ ჰქონდა შევსებული 2014 და 2015 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რის თაობაზეც 2016 წლის 27 ივლისს გაეგზავნა წერილი N01/2825-16, რომლითაც მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  3. შპს „აიეტმა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეავსო. შესაბამისად, კომპანიას, ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნის დღისთვის (17.06.2016), შესრულებული აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ აქვს ვალდებულება 2016 წლის ივლისის და შემდგომი თვეების ფორმების შევსების; შპს „აიეტს“ 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „აიეტს“ არ გააჩნია დავალიანება კომისიის წინაშე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს: ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა)ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

6. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

7.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აიეტის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ვინაიდან შპს „აიეტს“ ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნის დღისთვის (17.06.2016), შესრულებული აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ აქვს 2016 წლის ივლისის და შემდგომი თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება. შესაბამისად,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ)ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „აიეტის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „აიეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აიეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების ასლის შპს „აიეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები