წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 90 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2017 10:17

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების სახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში

ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები.

    კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცდა  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების (შემდგომში „დებულება“) ახალი რედაქცია, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და ვალდებულებები. კერძოდ,  დებულების მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის ე) ქვეპუნქტით კომისიის აპარატის ადმინისტრაციას განესაზღვრა კომისიის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება. აღნიშნული დებულების შესაბამისად  კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებით  სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო ნუსხის“ საფუძველზე გამოცემული კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 29 დეკემბრის N2/45 ბრძანებით განისაზღვრა კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა თანამდებობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების განხორციელება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის №2 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებაში (შემდგომში „გადაწყვეტილება“) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმისწარმოების ჯგუფის საკანცელარიო საქმისწარმოების წამყვანი სპეციალისტი მ. ნინუა”;

ბ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე–9 მუხლი  ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და რეგისტრაცია.

1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებს  ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი;

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას ახორციელებენ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტები, ხოლო რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ადმინისტრაცია.

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 6) ახორციელებს ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 6) ახორციელებს  ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი.“

გ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას კომისია ახორციელებს პოლიგრაფიული საწარმოსათვის  (რომლებიც აკმაყოფილებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს)  ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პასუხისმგებელ პირს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე;

3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით წარედგინება აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს;“

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები აღირიცხება მასალების ბუღალტრულ ანგარიშზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით;

5. მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების მიღებისას, თუ  მათი  ფაქტიური  რაოდენობა და ნუმერაცია არ შეესაბამება თანმხლებ დოკუმენტებში აღნიშნულს, შედგება აქტი, რომელიც წარედგინება ფორმების მიმწოდებელ საწარმოს სხვაობის მიზეზების  დასადგენად  და  სათანადო  ზომების  მისაღებად;

6. მკაცრი  აღრიცხვის  ფორმებით  დროული უზრუნველყოფისა და  სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაცია.“

დ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში;

2. პასუხისმგებელმა პირმა კომისიის აპარატის ყველა დასაქმებულს, რომელთაც ევალებათ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის;

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას;

4. კომისია უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას;

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემა აპარატის პასუხისმგებელი დასაქმებულისთვის, ხორციელდება სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება კომისიის გადაწყვეტილების ან/და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ნომერი, თარიღი, ფორმის დასახელება, რაოდენობა და  რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი 4);

6. აპარატის პასუხისმგებელ დასაქმებულს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქვეანგარიშოდ მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მათი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეული ზიანისთვის.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).                                  

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები