საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2018 12:02
მიღების თარიღი იანვარი 04, 2018
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/78-808ს,29.11.17), საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების სიხშირული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 5 იანვარს კომისიის გადაწყვეტილებით №02/13 ამავე გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და რადიოსიხშირული პარამეტრების შესაბამისად მინიჭებული რადოსარელეო სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლისა და 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების “29-ემუხლის მე-პუნქტის შესაბამისად, სახელლმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონოსძიებების განახორციელებლად სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების ფუნციონირებისთვის, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად 2018 წლის 4 იანვრიდან ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსს (თ.ძაგნიძე).
კომისიის წევრი ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
