წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 02 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2018 11:38

მიღების თარიღი იანვარი 09, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 02 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 09 იანვრის N02 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2018 წლის 09 იანვრის N02 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 02 სხდომის  დღის წესრიგი

               ქ. თბილისი 2018  წლის 9 იანვარი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  3. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები