„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2018 12:58
მიღების თარიღი იანვარი 09, 2018
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია. ამ დამატებითი ფუნქციის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრა კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების დამატებითი წყაროს შექმნის შესაძლებლობა, კერძოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის და არასალიცენზიო რადიოსიხშირეებით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე მიმართვა, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს შესაბამისად გადაანაწილოს მისი ფინანსური რესურსი არსებულ და დამატებით ფუნქციებს შორის. ასევე, ამ რესურსებით სარგებლობის უფლების გაცემა კომისიის ნებართვის ნაცვლად განხორციელდება კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებით. ამასთან, კომისიას დაევალა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, კომისიის შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა 2018 წლის 1 მარტამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
- ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 8 თებერვალს, 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
