საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის № 643/13, 2014 წლის 18 სექტემბრის № 519/13, 2016 წლის 21 აპრილის № 247/13 და 2016 წლის 22 ივლისის № 218/13 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2018 17:17
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის № 643/13, 2014 წლის 18 სექტემბრის № 519/13, 2016 წლის 21 აპრილის № 247/13 და 2016 წლის 22 ივლისის № 218/13 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 2 აპრილს, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978), რომელიც წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8231-17, 24.10.17) და მოითხოვა ცვლილების შეტანა კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის № 643/13, 2014 წლის 18 სექტემბრის № 519/13, 2016 წლის 21 აპრილის № 247/13 და 2016 წლის 22 ივლისის № 218/13 გადაწყვეტილებებში. კერძოდ
ა) № 218/13, 22.07.2016 კომისიის გადაწყვეტილების დანართის მე-12, მე-13 და მე-14 სტრიქონებში განსაზღვრული მონაკვეთები და პარამეტრები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
12 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 19.2875 | ||
სოფ.როხი42°06'33.35"N 42°41'56.41"E | 17.7275 | |||||
13 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 18.1125 | ||
სოფ.წითელხევი42°04'48.90"N 42°45'49.20"E | 19.6725 | |||||
14 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 17.9475 | ||
სოფ.დიმი 142°06'30.25"N 42°48'41.96"E | 19.5075 |
ბ) № 247/13, 28.04.2016 კომისიის გადაწყვეტილების დანართის 25-ე სტრიქონში განსაზღვრული მონაკვეთები და პარამეტრები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
25 | ქუთაისი TV ანძა42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 18.0575 | ||
სოფ. პერეთა42°04'08.58"N 42°42'11.09"E | 19.6175 |
გ) №519/13, 18.09.2014 კომისიის გადაწყვეტილების დანართის პირველი, მე-6 და მე-7 სტრიქონებში განსაზღვრული მონაკვეთები და პარამეტრები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1 | ბათუმი BNZ 41°39'27.00"N 41°40'55.20"E | 55 | 0.1 | 19.2875 | 17.7275 | |
სოფ.ჩაისუბანი 41°38'11.60"N 41°42'58.30"E | ||||||
6 | ქობულეთი ინტურისტი 41°51'05.60"N 41°46'41.94"E | 55 | 0.1 | 19.2875 | 17.7275 | |
სოფ.კვირიკე 41°46'04.80"N 41°49'54.00"E | ||||||
7 | ქობულეთი ინტურისტი 41°51'05.60"N 41°46'41.94"E | 55 | 0.1 | 19.5625 | 18.0025 | |
სოფ.ზემო აჩკვა 41°43'27.10"N 41°46'30.10"E |
დ) № 643/13, 05.10.2012 კომისიის გადაწყვეტილების დანართის მე-9, მე-11 და მე-20 სტრიქონებში განსაზღვრული მონაკვეთები და პარამეტრები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
9 | სამტრედია ასს 42°09'41.88"N 42°20'29.52"E | სოფ. ნაგვაზაო 42°22'46.09"N 42°21'44.60"E | 55 | 24/250 | 24/250 | 17.9475 | 19.5075 |
11 | სამტრედია ასს 42°09'41.88"N 42°20'29.52"E | სოფ. ნაჯახავო42°20'40.70"N 42°18'58.85"E | 55 | 24/250 | 24/250 | 18.1125 | 19.6725 |
20 | ოზურგეთი ასს 1 41°55'32.28"N 42°00'00.72"E | სოფ. მაკვანეთი41°53'33.37"N 42°01'49.12"E | 55 | 24/250 | 24/250 | 19.5625 | 18.0025 |
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის საფუძველზე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში და სს „სილქნეტს“ მიენიჭოს მოთხოვნილი სიხშირული რესურსი. თუმცა კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის N643/13 გადაწყვეტილების დანართის მე-20 პუნქტით განსაზღვრულ მონაკვეთზე (სენაკი „სნ“ ანძა - ლანჩხუთი „სნ“ ანძა) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის, სს „სილქნეტს“ 2012 წელს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 799.20 ლარი. კომპანიის მიერ მოთხოვნილი ახალი მიმართულების საფასური არის 1731.60 ლარი. შესაბამისად სს „სილქნეტს“ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ექნება 932.40 (1731.60-799.20=932.40) ლარი.
აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა სს „სილქნეტს“ კომისიის 2017 წლის 6 დეკემბრის №16/4158-17 წერილით. 2018 წლის 9 თებერვლის №შ-7/724-18 წერილით სს „სილქნეტმა“ თანხმობა განაცხადა თანხის გადახდაზე და მოითხოვა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 22 ივლისის № 218/13 გადაწყვეტილების დანართში და მე-12, მე-13 და მე-14 სტრიქონები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
12 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 19.2875 | ||
სოფ.როხი42°06'33.35"N 42°41'56.41"E | 17.7275 | |||||
13 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 18.1125 | ||
სოფ.წითელხევი42°04'48.90"N 42°45'49.20"E | 19.6725 | |||||
14 | ქუთაისი TV ანძა 42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 17.9475 | ||
სოფ.დიმი 142°06'30.25"N 42°48'41.96"E | 19.5075 |
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 28 აპრილის № 247/13 გადაწყვეტილების დანართში და 25-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
25 | ქუთაისი TV ანძა42°16'47.00"N 42°44'11.00"E | 55 | 0.1 | 18.0575 | ||
სოფ. პერეთა42°04'08.58"N 42°42'11.09"E | 19.6175 |
3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლისა 18 სექტემბრის №519/13 გადაწყვეტილების დანართში და პირველი, მე-6 და მე-7 სტრიქონები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1 | ბათუმი BNZ 41°39'27.00"N 41°40'55.20"E | 55 | 0.1 | 19.2875 | 17.7275 | |
სოფ.ჩაისუბანი 41°38'11.60"N 41°42'58.30"E | ||||||
6 | ქობულეთი ინტურისტი 41°51'05.60"N 41°46'41.94"E | 55 | 0.1 | 19.2875 | 17.7275 | |
სოფ.კვირიკე 41°46'04.80"N 41°49'54.00"E | ||||||
7 | ქობულეთი ინტურისტი 41°51'05.60"N 41°46'41.94"E | 55 | 0.1 | 19.5625 | 18.0025 | |
სოფ.ზემო აჩკვა 41°43'27.10"N 41°46'30.10"E |
4. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის № 643/13 გადაწყვეტილების დანართში და მე-9, მე-11 და მე-20 სტრიქონები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
9 | სამტრედია ასს 42°09'41.88"N 42°20'29.52"E | სოფ. ნაგვაზაო 42°22'46.09"N 42°21'44.60"E | 55 | 24/250 | 24/250 | 17.9475 | 19.5075 |
11 | სამტრედია ასს 42°09'41.88"N 42°20'29.52"E | სოფ. ნაჯახავო42°20'40.70"N 42°18'58.85"E | 55 | 24/250 | 24/250 | 18.1125 | 19.6725 |
20 | ოზურგეთი ასს 1 41°55'32.28"N 42°00'00.72"E | სოფ. მაკვანეთი41°53'33.37"N 42°01'49.12"E | 55 | 24/250 | 24/250 | 19.5625 | 18.0025 |
5. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის - 932.40 (ცხრაას ოცდათორმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში 2018 წლის 9 მარტამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - TRESGE22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
6. სს „სილქნეტის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 932.40 (ცხრაას ოცდათორმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული კომისიის 2012 წლის 5 ოქტომბრის № 643/13 გადაწყვეტილების დანართის მე-20 სტრიქონი ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ასევე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე | კახი ბექაური | |
კომისიის წევრი | ვახტანგ აბაშიძე | |
კომისიის წევრი | გიორგი ფრუიძე | |
კომისიის წევრი | მერაბ ქათამაძე |