საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:58
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/594-18, 02.02.18 და №შ-7/699-18, 07.02.18), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („CADET“, „MARSHAL KRYLOV“, „CONTENTO“, „SIMSON“, „KAPITAN SUKHONDYAYEVSKIY“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „CADET“, „MARSHAL KRYLOV“, „CONTENTO“, „SIMSON“, „KAPITAN SUKHONDYAYEVSKIY“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები :
|
№ |
ხომალდის დასახელება
|
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი
|
მინიჭებული MMSI |
|
1. |
CADET |
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / LEPL – BATUMI MARITIME STATE ACADEMY |
4LRY2 |
213. 433. 000 |
|
2. |
MARSHAL KRYLOV |
OCEANIC FISHERIES |
4LRX2 |
213. 434. 000 |
|
3. |
CONTENTO |
ECOMMERCE SOLUTIONS INC. |
4LRZ2 |
213. 435. 000 |
|
4. |
SIMSON |
შპს სვიცერ ჯორჯია/ SVITZER GEORGIA LLC |
4LSA2 |
213. 436. 000 |
|
5. |
KAPITAN SUKHONDYAYEVSKIY |
LIMMAT INTER S.A. |
4LSB2 |
213. 437. 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
