საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2018 10:09
მიღების თარიღი მარტი 06, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 6 მარტის N14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2018 წლის 6 მარტის N14 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გ) შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
დ) შპს „მედგრუპ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
2. გადაიდოს კომისიის 2018 წლის 6 მარტის N14 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-11 საკითხის (ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B93 და №B96 ლიცენზიების შპს ”ჯეო მედიასთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) განხილვა 2018 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე;
3. კომისიის 2018 წლის 6 მარტის N14 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2018 წლის 6 მარტი, 12:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ტვ გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ბადაგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- „შპს „დი +“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ“ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ბი2ბი“-სთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მედგრუპ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
