წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 131 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2018 10:35

მიღების თარიღი მარტი 13, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 15 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 13 მარტის N15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2018 წლის 13 მარტის N15 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „საფერავი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

2. კომისიის 2018 წლის 13 მარტის N15 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე 


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15 სხდომის დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი 2018  წლის 13 მარტი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
  3. შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი);
  5. შპს „საფერავი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები