წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

ნომერი: 134 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2018 11:11

მიღების თარიღი მარტი 13, 2018

შპს „ვიონი საქართველოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე

 I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2018 წლის 13 თებერვლის №შ-10/779-18 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2018 წლის 23 თებერვალს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 25 იანვრის სხდომაზე, სადაც იხილებოდა საკითხი შპს „ვიონი საქართველოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დეპარტამენტს დაევალა  შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ი/მ არსენ სადჩიკოვთან 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებით (N 108541789) გაცემული სააბონენტო ნომრებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალური შესწავლა და მისი შედარება „SIGOS“-ის მიერ კომისიაში გამოგზავნილ ყოველდღიურ ანგარიშებთან ე. წ. „სიმბოქსების“ გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივ სატელეფონო ზარად გარდაქმნის თაობაზე.    კომპანია „SIGOS“-ის მიერ 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში წარმოდგენილ სატესტო ზარების განხორციელების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებში არსენ სადჩიკოვის კუთვნილი 278 სატელეფონო ნომრიდან აღმოჩენილი იქნა 50 სატელეფონო ნომერი, საიდანც  ე.წ. „სიმბოქსების“ გამოყენებით ხორციელდებოდა საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივ სატელეფონო ზარად გარდაქმნა  (კომპანია „SIGOS“-ის ანგარიშებში 2017 წლის 12 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 13 იანვრამდე). კერძოდ,

• 2017 წლის 12 დეკემბერი- სატელეფონო ნომრიდან 568943675 საერთაშორისო ზარი განხორციელდა  20:26:39 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში),    სატელეფონო ნომრიდან 568943720 21:32:48 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში);

• 2017 წლის 13 დეკემბერი-სატელეფონო ნომრიდან 568943549  09:32:25 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში);

• 2017 წლის 14 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943549 02:01:54 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943607 11:33:15, სატელეფონო ნომრიდან 568943602 04:04:56 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში);

• 2017 წლის 15 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932580 08:26:16 საათზე (სს „სილქნეტის“ ქსელში);

• 2017 წლის 18 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943618 10:32:35 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568932575 14:38:50, სატელეფონო ნომრიდან 568943702 21:28:20 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 5689433510 22:43:55 საათზე, (შპს „ჯეოსელის” ქსელში);

• 2017 წლის 22 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932604 11:38:11 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943725 07:04:59, სატელეფონო ნომრიდან 568932579 10:32:59 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943648 13:26:20 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568932591 10:42:44 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943493 13:49:14, სატელეფონო ნომრიდან 568943604 00:46:28 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568932642 12:36:34 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943735 17:53:20 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში);

• 2017 წლის 23 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932572 07:24:32 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943596 01:53:33, სატელეფონო ნომრიდან 568943738 07:12:48 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში);

• 2017 წლის 24 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943633 19:20:42 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943740 23:52:25, სატელეფონო ნომრიდან 568932598 01:29:59 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943540 01:43:11 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943493 22:13:02 საათზე  (შპს „ჯეოსელის” ქსელში); სატელეფონო ნომრიდან 568943617 11:53:22 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში);

• 2017 წლის 25 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943542 19:27:29 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943722 10:51:46, სატელეფონო ნომრიდან 568943505 02:11:44 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში);

• 2017 წლის 27 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943721 09:24:08 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში);

• 2018 წლის 9 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939817 19:02:07 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568939861 18:14:56, სატელეფონო ნომრიდან 568939831 18:06:01 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939713 18:11:33 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939778 18:37:30 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568939771 18:16:04, სატელეფონო ნომრიდან 568939732 18:12:41, სატელეფონო ნომრიდან 568939885 18:13:48 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში);

• 2018 წლის 10 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939714 07:52:29 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939711 07:32:08, სატელეფონო ნომრიდან 568939724 08:06:44 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939816 07:43:24 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939887 07:44:36 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939820 08:05:18 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939783 07:29:53 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში);

• 2018 წლის 13 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939886 12:18:14 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939739 12:36:44, სატელეფონო ნომრიდან 568939715 12:56:15 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში);

დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დაირღვა:

1. „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები;

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2018 წლის 6 მარტს, 12:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/632-18, 23.02.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 5 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1202-18, 05.03.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიისთვის კარგად არის ცნობილი, რომ  საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნით, თავად კომპანია კარგავს შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს, რის გამოც კომპანია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აიცილოს შემოსავლების დაკარგვა. მოცემულ საშუალებებში იგულისხმება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა, ე.წ. „სიმბოქსების“ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედება, ხშირ შემთხვევაში არაეფექტიანია, ვინაიდან მათი ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ ქონის გამო. კერძოდ, მათ არ აქვთ ბერკეტი, მიმართონ რაიმე სამართლებრივ ზომებს, იმ პირთა წინააღმდეგ, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული „სიმბოქსში“ ფიქსირებული სატელეფონო ნომერი. შესაბამისად, მათი რეაგირება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უშუალოდ ხდება „სიმბოქსის“ გამოყენების ფაქტზე დაკავება. აქვე თავს იჩენს მორიგი პრობლემა, კომისიისა და კომპანიის მიდგომით „სიმბოქსში“ სააბონენტო ნომრის დაფიქსირებისთანავე კომპანიამ უნდა გათიშოს სატელეფონო ნემრები, რაც მეორეს მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კარგავს იმ ერთადერთ ბერკეტს, რითაც მას შეუძლია მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით.

შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ეხება სწორედ, ე.წ. „სიმბოქსებში“ შპს „ვიონი საქართველოს“ კორპორატიულ კლიენტზე ი/მ არსენ სადჩიკოვზე გაცემული სატელეფონო ნომრებიდან 50 ნომრის დაფიქსირების ფაქტს, რაზედაც კომპანიამ უკვე მოახდინა რეაგირება და განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ამასთან, კომპანიას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები და მოცემული ნომრები კორპორატიულ კლიენტს გადასცა კანონით განსაზღვრული წესის დაცვით. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ აზრით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ აქ იკვეთება თავად ი/მ არსენ სადჩიკოვის არამართლზომიერი ქმედება, რომელთანაც კომპანიის კავშირი  გამორიცხულია. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ არ შეიძლება კომპანიამ პასუხი აგოს სხვა პირის არამართლზომიერი ქმედების გამო. მითუმეტეს, რომ საკანონმდებლო ხარვეზის გამო თვით სამართალდარღვევის ჩადენის დასჯა ვერ ხდება.

შპს „ვიონი საქართველოს“ 2018 წლის 5 მარტის წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ განახორციელა ცვლილებები და 2018 წლის 1 მარტიდან გადავიდა სიმბარათების რეალიზაციის ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს სიმბარათების დილერების მიერ რეალიზაციას სადილერო აპლიკაციის მეშვეობით, რაც საბოლოოდ აღკვეთს სააბონენტო ხელშეკრულებების არასათანადო გაფორმებას. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მიწოდებულ იქნა შპს „ვიონი საქართველოს“ ყველა დილერისა და სუბდილერისათვის. ისინი ვალდებულნი არიან გაყიდონ არააქტიური სიმბარათები, გადაუღონ ფოტო, როგორც აბონენტის პირადობის მოწმობას, ასევე სააბონენტო ხელშეკრულებას და ატვირთონ ისინი შესაბამის პროგრამაში. პროგრამაში ატვირთვის შემდეგ, კომპანიის მიერ გამოყოფილი სპეციალური თანამშრომელი შეამოწმებს რამდენად ემთხვევა ხელშეკრულებაში მითითებული პირადი მონაცემები, აბონენტის რეალურ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული პირადი მონაცემები დაემთხვევა აბონენტის პირად მონაცემებს, მოხდება მოცემული ნომრის გააქტიურება. მონაცემების შემოწმება და ნომრის გააქტიურება განხორციელდება ინფორმაციის აპლიკაციაში ატვირთვიდან 15 წუთის განმავლობაში. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან კომპანიაში განხორციელდა ბიზნესის მხარდაჭერის სისტემების და საბილინგო სისტემების ცვლილება. საბილინგო სისტემის ცვლილებამ საშუალება მისცა კომპანიას აკონტროლოს ერთ აბონენტზე დარეგისტრირებული სიმბარათების ოდენობა „ფროდული“ სქემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ვიონი საქართველომ“ დააწესა შეზღუდვა, რაც გულისხმობს რომ ერთ ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 სააბონენტო ნომერს. იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გაკეთდება აბონენტის მიერ მე-8 სააბონენტო ნომერზე, გადამოწმების დროს კომპანია არ მოახდენს სიმ-ბარათის მიყიდვას აღნიშნულ აბონენტზე.

შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით პოზიციაში აღნიშნავს, რომ შესაძლოა მაინც მოხდეს კანონის მოთხოვნის სრული დაცვით რეგისტრირებული სიმ-ბარათების გამოყენება ე.წ. „სიმბოქსში“, რომელზე ზემოქმედების ბერკეტი შპს „ვიონი საქართველოს“ არ გააჩნია. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს კომისიამ ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ ფაქტზე და იმსჯელოს, კანონის შესაბამისად გააქტიურებული სიმ-ბარათების ე.წ. „სიმბოქსში“ გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეს სატელეფონო ნომრები არის რეგისტრირებული, ხელშეკრულება სათანადოდ არის გაფორმებული ინდ. მეწარმე არსენ სათჩიკოვზე. როგორც კი კომპანიამ დააფიქსირა ე.წ „სიმბოქსის“ გამოყენების ფაქტი, მათ ეს ნომრები გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვეს აღნიშნული პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ ფინანსური პოლიციის განმარტებით თუ „სიმბოქსის“ გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირდა, ისინი ვერ განახორციელებენ შესაბამის ზომებს. ი.ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ  ფინანსური პოლიციის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მათ არ აქვთ სამართლებრივი ბაზა, დაიჭირონ ის პირი, თუ მის სატელეფონო ნომერზე არ დაფიქსირდება „სიმბოქსის“ გამოყენების ფაქტი. ი.ესართიას განმარტებით, შპს „ვიონი საქართველომ“ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართა, მათ მიმართეს ფინანსურ პოლიციასაც და ხელშეკრულება გააფორმეს სათანადოდ. ნებისმიერ, არაკეთილსინდისიერ შემძენს შეუძლია ნებისმიერი ოპერატორის სიმ-ბარათი იყიდოს და ჩადოს „სიმბოქსში“. კომპანია ვერ შეძლებს გააკონტროლოს  სწორად გაყიდული სატელეფონო ნომერი მოხვდება თუ არა ე.წ. „სიმბოქსში“. კომპანიის ერთადერთი შესაძლებლობაა გათიშოს სატელეფონო ნომერი. გათიშვის ნაწილშიც ჩნდება მეორე საკითხი, ფინანსური პოლიცია ითხოვს არ გაითიშოს სატელეფონო ნომერი, ვინაიდან სხვაგვარად ვერ დაადგენენ დანაშაულს. 

შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა სიმ-ბარათების გაყიდვის სქემა საცალო ბაზარზე. გააკეთეს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც დილერები ახორციელებენ არააქტიური სიმ-ბარათების რეალიზაციას. შპს „ვიონი საქართველოს“ „ბექოფისის“ (ქოლცენტრის) მიერ მოწმდება რამდენად სწორად იყო გაფორმებული ხელშეკრულება, დარდება პირადობის მოწმობის მონაცემები და ხელშეკრულების მონაცემები ერთმანეთს. მხოლოდ ამ გადამოწმების შემდეგ ხდება სააბონენტო ნომრის აქტივაცია. ამ სქემითაც სწორად გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული სატელეფონო ნომერი შესაძლოა ნებისმიერმა პირმა ჩადოს
„სიმბოქსში“. ი.ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ სიმ-ბარათების რაოდენობების გაყიდვაზე დააწესა გარკვეული შიდა პროცედურები. მათ დააწესეს შეზღუდვა, რომ ერთ ფიზიკურ პირზე არ გაიყიდოს 7 სატელეფონო ნომერზე მეტი. 2018 წლის 1 თებერვლამდე არსებული სისტემით, კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა გარკვეულ პირზე რამდენი სააბონენტო ნომერი ფიქსირდებოდა. მან აღნიშნა, რომ კომპანიაში მიმდინარეობდა შიდა მოკვლევის პროცესი, სადაც აღმოჩნდა, რომ ინდ.მეწარმეებზე გაცემული იყო 500 სააბონენტო ნომრამდე. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ  ასევე, გააკეთეს შეზღუდვები ინდ. მეწარმეებზე და დაადგინეს შეზღუდვა. შესაბამისად, თუკი ინდ.მეწარმე ითხოვს 15 სატელეფონო ნომერზე მეტს, ეს უნდა შეათანხმოს კომპანიის იურიდიულ სამსახურთან, ფინანსურ დირექტორთან და კომერციულ დირექტორთან.შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციის შემთხვევაში საბითუმო სამსახურის უფროსს ექნება უფლება განახორციელოს 100 სააბონენტო ნომრების რეალიზაცია. 100 სატელეფონო ნომერზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საკითხი უნდა შეთანხმდეს ზემოაღნიშნულ პირებთან.

კომისიის 2018 წლის 6 მარტის სხდომაზე შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მიცემული ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, საქმის ყველა გარემოებების შესწავლის მიზნით, შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმნისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 13 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით, შპს „ვიონი საქართველოს“ სხდომაზევე ეცნობა.

კომისიის 2018 წლის 13 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელსაც დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/779-18; 13.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  სამსახურებრივი ბარათი (5.03.2018 Nშ-10/1179-18);
  3. კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილება შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ (ძველი სახელწოდება: შპს „მობიტელი“) შესახებ;
  5. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/1202-18, 05.03.2018);
  6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნილი შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (გას.N352/18, 01.03.2018);
  7. კომისიის სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს” წარმომადგენლის ი.ესართიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები. 

III.   კომისის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

1. შპს  ,,ვიონი საქართველო“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება); 

მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ვიონი საქართველოს“ შესახებ;

2. კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით, ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს ,,ვიონი საქართველოს" მიერ, შერჩეულ იქნა კომპანია „სიგოსი", რომლის მიერ, საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნის გამოვლენის მიზნით, ავტორიზებული პირების (შპს ,,მაგთიკომი", შპს ,,ვიონი საქართველო", შპს ,,ჯეოსელი" და ა.შ.) ქსელში ყოველდღიურად ხდება სატესტო ზარების განხორციელება და მისი შედეგების კომისიისთვის   და ავტორიზებული პირებისთვის მიწოდება.

მტკიცებულება: კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილება;

3. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი  ი/მ არსენ სადჩიკოვთან 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული  სააბონენტო ხელშეკრულებით (N 108541789) გაცემული სააბონენტო ნომრებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალური შესწავლა და მისი შედარება „SIGOS“-ის მიერ კომისიაში გამოგზავნილ ყოველდღიურ ანგარიშებთან ე. წ. „სიმბოქსების“ გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივ სატელეფონო ზარად გარდაქმნის თაობაზე;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2018 წლის 02 თებერვლის №შ-10/779-18 სამსახურებრივი ბარათი.

4. კომპანია „SIGOS“-ის მიერ 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში წარმოდგენილ სატესტო ზარების განხორციელების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებში არსენ სადჩიკოვის კუთვნილი 278 სატელეფონო ნომრიდან აღმოჩენილი იქნა 50 სატელეფონო ნომერი, საიდანც   ე. წ. „სიმბოქსების“ გამოყენებით ხორციელდებოდა საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივ სატელეფონო ზარად გარდაქმნა  (კომპანია „SIGOS“-ის ანგარიშებში 2017 წლის 12 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 13 იანვრამდე), კერძოდ:  • 2017 წლის 12 დეკემბერი- სატელეფონო ნომრიდან 568943675 საერთაშორისო ზარი განხორციელდა  20:26:39 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში),    სატელეფონო ნომრიდან 568943720 21:32:48 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში); • 2017 წლის 13 დეკემბერი-სატელეფონო ნომრიდან 568943549  09:32:25 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში);  • 2017 წლის 14 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943549 02:01:54 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943607 11:33:15, სატელეფონო ნომრიდან 568943602 04:04:56 საათზე (შპს „ჯეოსელის“ ქსელში); • 2017 წლის 15 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932580 08:26:16 საათზე (სს „სილქნეტის“ ქსელში);  •    2017 წლის 18 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943618 10:32:35 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568932575 14:38:50, სატელეფონო ნომრიდან 568943702 21:28:20 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 5689433510 22:43:55 საათზე, (შპს „ჯეოსელის” ქსელში); • 2017 წლის 22 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932604 11:38:11 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943725 07:04:59, სატელეფონო ნომრიდან 568932579 10:32:59 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943648 13:26:20 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568932591 10:42:44 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943493 13:49:14, სატელეფონო ნომრიდან 568943604 00:46:28 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568932642 12:36:34 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943735 17:53:20 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში); •2017 წლის 23 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568932572 07:24:32 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943596 01:53:33, სატელეფონო ნომრიდან 568943738 07:12:48 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში); • 2017 წლის 24 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943633 19:20:42 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943740 23:52:25, სატელეფონო ნომრიდან 568932598 01:29:59 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943540 01:43:11 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568943493 22:13:02 საათზე  (შპს „ჯეოსელის” ქსელში); სატელეფონო ნომრიდან 568943617 11:53:22 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში); • 2017 წლის 25 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943542 19:27:29 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568943722 10:51:46, სატელეფონო ნომრიდან 568943505 02:11:44 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში); • 2017 წლის 27 დეკემბერს სატელეფონო ნომრიდან 568943721 09:24:08 საათზე (შპს „ჯეოსელის” ქსელში); • 2018 წლის 9 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939817 19:02:07 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568939861 18:14:56, სატელეფონო ნომრიდან 568939831 18:06:01 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939713 18:11:33 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939778 18:37:30 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568939771 18:16:04, სატელეფონო ნომრიდან 568939732 18:12:41, სატელეფონო ნომრიდან 568939885 18:13:48 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში); • 2018 წლის 10 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939714 07:52:29 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939711 07:32:08, სატელეფონო ნომრიდან 568939724 08:06:44 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939816 07:43:24 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939887 07:44:36 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939820 08:05:18 საათზე, სატელეფონო ნომრიდან 568939783 07:29:53 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში); • 2018 წლის 13 იანვარს სატელეფონო ნომრიდან 568939886 12:18:14 საათზე,  სატელეფონო ნომრიდან 568939739 12:36:44, სატელეფონო ნომრიდან 568939715 12:56:15 საათზე (შპს „ვიონი საქართველოს” ქსელში);

მტკიცებულება:  „SIGOS“-ის მიერ კომისიისთვის მოწოდებული შპს „ვიონი საქართველოს“ შედეგები; კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  (№შ-10/779-18, 13.02.2018) სამსახურებრივი ბარათი;  შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 278 სატელეფონო ნომერზე ი/მ არსენ სადჩიკოვთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება (N 108541789);

5. შპს „მობიტელს“ კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო, რაც გულისხმობს საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნას.

მტკიცებულება: კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილება;

6. შპს „ვიონი საქართველოს“ ბოლო 1 წლის შემოსავლის 0.5% აღემატება 30 000 ლარს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/1179-18, 5.03.2018;

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას; 
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია   შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
  4. „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „ვიონი საქართველოს“  სააბონენტო ნომრებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებების გამოყენებით არასანქცირებული სარგებლობის შედეგად მოხდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად წარმოჩენა, რითაც შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ კორპორატიულ კლიენტზე ი/მ არსენ სადჩიკოვზე გაცემული სატელეფონო ნომრებიდან 50 ნომრის „სიგოსის“ ანგარიშებში დაფიქსირების ფაქტზე, კომპანიამ უკვე მოახდინა რეაგირება და განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; ი/მ არსენ სადჩიკოვისთვის  სააბონენტო ნომრები გადაცემულია სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; კომპანიამ განახორციელა ცვლილებები და 2018 წლის 1 მარტიდან გადავიდა სიმბარათების რეალიზაციის ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს სიმბარათების დილერების მიერ რეალიზაციას სადილერო აპლიკაციის მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს სააბონენტო ხელშეკრულებების სათანადო წესით გაფორმებას; 2018 წლის 1 თებერვლიდან კომპანიაში განხორციელდა ბიზნესის მხარდაჭერის სისტემების და საბილინგო სისტემების ცვლილება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას აკონტროლოს ერთ აბონენტზე დარეგისტრირებული სიმბარათების ოდენობა. „ფროდული“ სქემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ვიონი საქართველომ“ დააწესა შეზღუდვა, რაც გულისხმობს რომ ერთ ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 სააბონენტო ნომერს, კომისიას, მისი დისკრეციის ფარგლებში, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,ვიონი საქართველო“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს  პასუხისმგებლობისაგან.

ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მოკვლევა სცილდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს (კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო) მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

კომისიის წევრმა ქალბატონმა ე.ასანიძემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი. მან აღნიშნა, რომ ქსელის მფლობელი ოპერატორები, საერთაშორისო ზარებზე რეგულაციის დადგენის მოთხოვნისას აცხადებდნენ, რომ შეძლებდნენ თავიანთი ქსელების დაცვას ე.წ. „შავი ტრაფიკისგან“. შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით დარღვეულია „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნის ფაქტის  აცილებისა და აღმოფხვრის მცდელობა არ წარმოადგენს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

V.    სარეზოლუციო ნაწილი 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე 45-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, გარდა მე-2 პუნქტისა (უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ კომისიის წევრმა ე. ასანიძემ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას მე-2 პუნქტს)

:

1. შპს ,,ვიონი საქართველო“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „ვიონი საქართველო“ განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს  მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები