წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 140 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2018 16:15

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ განცხადება (Nშ-6/824-18; 15.02.2018), რომლის თანახმად, შპს „ჯეოსელსა“ და „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შპს ,,მაგთიკომი“ ვალდებულია გაწეულ/მიღებულ მომსახურებაზე შპს „ჯეოსელთან“ ანგარიშსწორება აწარმოოს საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, ვინაიდან, შპს „მაგთიკომი“ სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მისი დავალიანება შპს „ჯეოსელის“ მიმართ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 621 607 ლარს, ხოლო დარიცხული ჯარიმის ოდენობა - 2018 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით 42 275 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე მანამ, სანამ შპს „მაგთიკომის“ მიერ სრულად არ იქნება დაფარული მასზე რიცხული დავალიანება და დარიცხული ჯარიმა. შპს „ჯეოსელის“ განცხადებას თან ერთვის შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის 2005 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები. შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი  ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით კომისიაში 2018 წლის 22 თებერვალს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ გადაიხადა 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება და გადასახდელი რჩება დარიცხული პირგასამტეხლო 42 275 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი კომისიაში დანიშნულიყო სხდომა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით, იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეები ვერ მორიგდებოდნენ. კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N122/16 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვა დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს. კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ მასზე რიცხული დავალიანება გადაიხადა, რის გამოც შპს ,,ჯეოსელი“ უარს აცხადებდა 2018 წლის 15 თებერვლის განცხადებაზე (Nშ-6/824-18; 15.02.2018).

II.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ უარი განაცხადა თავის განცხადებაზე შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III.     სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

ა:

  1. შეწყდეს შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მაგთიკომისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

    კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები