წვდომის მენიუ

შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 142 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2018 10:23

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  1. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/965-17; 21.02.2018) საფუძველზე 2017 წლის 26 თებერვალს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (№შ-10/965-17; 21.02.2018) აღნიშნულია, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 3,907.00 ლარის ოდენობით შემდეგ ლიცენზიებზე:

ა) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის თანახმად, B196 ლიცენზიაზე, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,072.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 360,00 ლარი - 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 360,00 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 360,00 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე;

ბ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,  B197 ლიცენზიაზე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472.50 ლარი -2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე;

გ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,   B198 ლიცენზიაზე მთლიანობასი გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიანება 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472.50 ლარი - 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე.

შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N03/643-18; 26.02.2018) ეცნობა შპს „ჩვენ რადიოს“, რომელსაც ჩაბარდა 2018 წლის 27 თებერვალს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო გადასახადის ჯამურ დავალიანებას - 3,907.00 ლარის ოდენობით დაემატა მარტის თვის გადასახადიც სამივე რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე, კერძოდ: ა) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, და B197 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად, შპს „ჩვენ რადიოს“ 2018 წლის 13 მარტამდე უნდა გადაეხადა 360,00 ლარი; ბ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, და B197 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად, 2018 წლის 13 მარტამდე უნდა გადაეხადა 472.50 ლარი; გ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,  და  B198 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად, 2018 წლის 13 მარტამდე უნდა გადაეხადა 472.50 ლარი. შესაბამისად, შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო გადასახდელის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 5,212.00 ლარი.

კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჩვენი რადიოს“  დირექტორი გოგა სამუშია, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და ითხოვა ერთ თვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/965-17; 21.02.2018);
  2. კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს „ჩვენი რადიოს“ B198 ლიცენზია;
  3. კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს ჩვენი რადიოს“  B197 ლიცენზია;
  4. კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს „ჩვენი რადიოს“ B196 ლიცენზია;
  5. შპს ,,ჩვენი რადიოს“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  6. შპს „ჩვენი რადიოს“ დირექტორის გოგა სამუშიას ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს ,,ჩვენი რადიო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B196 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027), B197 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027) და B198 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027)  ლიცენზიებს;
  2. „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B196 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნაქტის თანახმად, დაევალა  სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის  ანუ 4,252.50 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 360,00 ლარი  – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 360,00 ლარი  – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 360,00 ლარი  – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 360,00 ლარი  – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 360,00 ლარი  – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 იანვრამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 მარტამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 აპრილამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 მაისამდე; 360,00 ლარი  – 2018 წლის 13 ივნისამდე; 292,50 ლარი  – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B196 ლიცენზიის  N3 დანართის შესაბამისად;
  3. „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B197 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, დაევალა  სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის  ანუ 5,670.00 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 იანვრამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 ივნისამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B197 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
  4. „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B198 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,  დაევალა  სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის  ანუ 5,670.00 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 472,50 ლარი  – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 იანვრამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 ივნისამდე; 472,50 ლარი  – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B198 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
  5. შპს „ჩვენ რადიოს“ ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,212.00 ლარის ოდენობით შემდეგ ლიცენზიებზე: ა) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის თანახმად, B196 ლიცენზიაზე, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,432.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 360,00 ლარი - 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 360,00 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 360,00 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე; 360,00 ლარი - 2018 წლის 13 მარტამდე; ბ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,  B197 ლიცენზიაზე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება -1,890.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472.50 ლარი - 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 მარტამდე; გ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,   B198 ლიცენზიაზე მთლიანობასი გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიანება 1,890.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472.50 ლარი - 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 იანვრამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472.50 ლარი - 2018 წლის 13 მარტამდე;
  6. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიერ დაირღვა „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და შპს „ჩვენი რადიოს“ B198 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და შპს „ჩვენი რადიოს“  B197 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტი და შპს „ჩვენი რადიოს“ B196 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგური დარღვევისათვის. შესაბამისად, მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჩვენ რადიოს“ უნდა მიეცეს ერთი თვის ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.    სარეზოლუციო ნაწილი 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრით შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1. შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჩვენი რადიოს“ B198 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების, „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჩვენი რადიოს“  B197 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების და „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის და შპს „ჩვენი რადიოს“ B196 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. შპს „ჩვენმა რადიომ“ უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში  სალიცენზიო გადასახდელის (B196 ლიცენზიაზე - 1,432.00 ლარი; B197 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი; B198 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი) ჯამური დავალიანების - 5,212.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773062;

3. შპს „ჩვენი რადიო“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოადგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჩვენი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვედზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „ჩვენი რადიოსთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) ამ გადაწყვეტილების (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი.

       კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები