შპს „კატევე 1“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 10:48
მიღების თარიღი მარტი 15, 2018
შპს „კატევე 1“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/436-18, 26.01.2018) თანახმად, 2018 წლის 9 იანვარს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „კატევე 1“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №1. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მკ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, შპს „კატევე1“-ის ოფისში, კომპანიის ოპერატორის აკაკი თანდილაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „კატევე 1“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იბერია“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „ენკი-ბენკი“, „ვინილი“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“,„იმედი“, „ერთსულოვნება“, “რუსთავი 2”, “ტელეარხი 25”, „GDS“, „სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, „მარაო“, „სილქ უნივერსალი“, „პულსი“, „ქართული არხი“, „შონი“, “НТВ Мир”, “ORT”, “РТР планета”, „RTVi“, “Мир”, „Дождь“, “РЕН ТВ”, “Интер +”, “Россия К”, „CTC“, „Сарафан“, “ТНТ”, „Перец“, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Феникс плюс кино”, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, „Cinema“, “Sony Sc”, “КВН”, “Sony turbo”, “Sony Channel”, „Мир Сериала“, “ТНТ music”, „Мужское Кино“, “HCT”, „Детский Мир“, „Мулт“, “English Club”, “Discovery Sc”, “Animal Planet”, “Discovery Channel”, “История”, “Живая планета”, “TLC”, “Наука’’, “Travel”, “History”, „Доктор“, “24 Техно”, “Моя планета”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “Охота и Рыбалка”, „Fine Living“, “Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, „Новый Мир“, „Music box“ (თბილისი), “MTV”, “Шансон ТВ”, „Mzzo“, „ТМВ“, “Ля Минор”, “Fashion TV”, “Music Box”, “CNBC”, “BBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “C1”, “AZ TV”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Армения”, “МИР 24”, “Espreco”, “Интер Az”, “Мама”, „TPO“, “Юмор”, „MUSIC Box ru“, „Родное Кино“, „Драив“, „Психология“, „Усадьба“, „Здаровое ТВ“, „Вопросы и Ответы“, “Домашное животное”, „HD Life“, „кинопремьера”, „РЕТРО“, „Food Network“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, „Viasat History“, “Viasat Explorer”,“Домашный“, „TV 3”(რუსული), „ТВЦ“, „Zee TV“, “Амедия премиум”, „Amedia Hit“, “Амедия 1”, „Оружие“, „Davinchi Kids“, “RU TV”(music one), ”Иллюзион+”,“Еврокино”, “Авто 24”, „Зоопарк”, „Детский“, „Бокс ТВ“, „Совершенно секретно“, “Карусель”, „Viasat Sport“, „Game Show“, “Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Наше Любимое Кино”, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”,“Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „РБК“, „Ю“, „France 24“, “TV 8”, “2*2”, „RTD“, „აფხაზეთის ხმა“, „ხარისხის არხი“ (დრო), „სტარვიზია“, „გურჯაანი“, „ESPN”, “PKTV”, “My video”, “LALISH”, “ID Fashion“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „კატევე 1“-ს 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ენკი-ბენკი“, „ვინილი“, „კომედი არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, “ტელეარხი 25”, „GDS“, „სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, „მარაო“, „სილქ უნივერსალი“, „ქართული არხი“, “ORT”, “РТР планета”, “Интер +”, “Россия К”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, “Sony Sc”, “КВН”, “Sony turbo”, “Sony Channel”, „Мужское Кино“, “History”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, “Ля Минор”, “CNBC”, “BBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “C1”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Армения”,“Интер Az”, „TPO“, „HD Life“, „кинопремьера”, „Davinchi Kids“, „Совершенно секретно“, “Карусель”, „Game Show“, “Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Наше Любимое Кино”, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”, “Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „РБК“, „Ю“, „France 24“, “TV 8”, “2*2”, „სტარვიზია“, „გურჯაანი“, „ESPN”, “PKTV”, “My video”, “LALISH”, “ID Fashion”. შესაბამისად, შპს „კატევე 1“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/436-18, 26.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „კატევე 1“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/481-18; 09.02.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 10 თებერვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენელი შ. ნადირაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს კომისიაში წარმოადგინეს დოკუმენტაცია ყველა არხის რეტრანსლირებაზე. მან დაამატა, რომ კომისიის შეტყობინებაში ჩამოთვლილი არხების ნაწილი ამორჩეულია ხელშეკრულებებიდან, თუმცა დანარჩენ არხებზე კომისიას, რატომღაც რეაგირება არ მოუხდენია. ანუ, აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლება შეძენილია პაკეტით, საიდანაც ამორჩეულია კონკრეტული არხი. მისთვის გაუგებარია, ამ კონკრეტულ არხზე რატომ აქვს კომსიიას პრეტენზია და არ აქვს ერთად, ყველა არხზე, რომლებიც აღნიშნულ პაკეტშია ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. მისი აზრით, ან ყველა არხზე უნგა ჰქონოდა პრეტენზია კომისიას, ან არცერთზე. გარდა აღნიშნულისა, მან დაამატა, რომ უმრავლეს არხებზე იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები კომისიაში და შეუძლია შესაბამისი კორესპონდენცია წარმოადგინოს, რომლითაც გადმოიგზავნა ეს ხელშეკრულებები. დღეს წარმოადგინეს იგივე ინფორმაცია დამატებით. მისი ინფორმაციით, ეს არის 2016 წლის 12 ივნისს გადმოგზავნილი წერილი დანართებთან ერთად.
კომისია აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა რიგი დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროებდა დეტალურ შესწავლას. შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კანონმდელობის შესაბამისად, შპს „კატევე 1“ გაფრთხილებულ იქნა სხდომაზევე.
შპს „კატევე 1“-მა 2018 წლის 15 თებერვალს წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/805-18; 15.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით, რიგ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები.
კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომა კვლავ გადაიდო და შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა ჩაინიშნა 2018 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარე სხომაზევე გაფრთხილდა.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/1045-18, 26.02.2018) ირკვევა, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილი რიგი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „კატევე 1“ არამართლზომიერად ახორციელებს ტრანზიტს შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „კომედი არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “CNBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “C1”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Интер Az”, „TPO“, „Game Show“, “Наше Любимое Кино”, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, „РБК“, „Ю“, „France 24“, “TV 8”, “2*2”, “My video”, “LALISH”, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”. რაც შეეხება სამაუწყებლო არხს „Da Vinchi Kids “ - სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „კატევე 1“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებულ ხელშეკულებაში მითითებულია სამაუწყებლო არხი „Da Vinchi Cannel“, საკითხის დეტალური შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ სამაუწყებლო არხის ლოგომ განიცადა ცვლილება, რის საფუძველზეც მხოლოდ დღის 20:00სთ.-მდე ლოგოზე დამატებულია მითითება „Kids“, აქედან გამომდინარე აღნიშნული სამაუწყებლო არხის ტრანზიტი შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში „სპორტ ტვ“ ეთერში გადაიცემოდა სპორტული ვიდეო რგოლი სამაუწყებლო არხი “ESPN“ ლოგოთი, აქაც დეტალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „კატევე 1“ ქსელით ხორციელდებოდა „სპორტ ტვ“-ს ტრანზიტი. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოდგენილია კომისიაში შპს „კატევე 1“ მიერ 15/02/2018, აღნიშნული სამაუწყებლო არხის ტრანზიტი შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მოსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში ასევე განმარტებულია, რომ კომისიაში შპს „კატევე 1“ მიერ წარმოდგენილია შპს „ნიუ კონტენტთან" გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „Боец ТВ“, “CNBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Интер Az”, „TPO“, „Game Show“, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, „РБК“, “TV 8”, “2*2”, “My video”, “LALISH”-აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება დეპარტამენტის შეფასებით ხორციელდება არამარლთზომიერად, შპს „ნიუ კონტენტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1028-18; 23/02/2018), ირკვევა, რომ კომპანიას აღარ გააჩნია უფლება მესამე პირებს გადასცეს ზემოაღნიშნული არხები.
სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს „საკაბელო ტელექსელების კავშირის“, OOO “Red Media”-სა და შპს „ნიუ კონტენტის“ წერილები, საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.
კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (შ-10/1236-18,06.03.2018) სამსახურებრივი ბარათიდან დამატებით ირკვევა, რომ შპს „ნიუ კონტენტმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა სამაუწყებლო არხების დაზუსტებული ჩამონათვალი. შესაბამისად, დგინდება, რომ შპს „კატევე 1“ არამართლზომიერად ახორციელებს ტრანზიტ შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „კომედია არხი“, „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”,“DW”,„Ю“, “Наше Любимое Кино”,„France 24“, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”.
2018 წლის 6 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „კატევე 1“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1239-18, 6.03.2018) თანდართული დოკუმენტაციით, კერძოდ, შპს „სეტანტა ჯორჯიას“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „Setanta Georgia LTD“-სა და „EBEL“-ს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „Setanta Georgia LTD“-ს არ გააჩნია უფლება რაიმე მოლაპარაკების წარმოების მათ არხებზე, ყველა შესაბამისი მოლაპარაკება წარმოებს პირდაპირ ოპერატორებსა და „EBEL“-ს შორის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 მარტის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 15 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომისიის 2018 წლის 7 მარტის N03/808-18 წერილით ეცნობა შპს „კატევე 1“ და გაეგზავნა დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კატევე 1“ ის დირექტორი კ.ციმაკურიძე და წარმომადგენელი შ.ნადირაძე. შპს „კატევეს 1“-ის წარმომადგენელმა შ.ნადირაძემ აღნიშნა, რომ მათ კომისიაში 2018 წლის თებერვლის ბოლოს შეტანილი აქვთ საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში დარღვევების საკითხზე მსჯელობა. მათი სანქცირების საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია კომისიამ განიხილოს რამდენად მართლზომიერად ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან ქართული არხების ტრანზიტს. მათი საჩივრის განხილვის გარეშე არ ჰგონია შესაძლებელი იყოს კომპანიის სანქცირების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამ საჩივრის განხილვაზეა დამოკიდებული კომპანია კანონიერად იქცეოდა თუ არა. შ.ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარე თვლიდა, რომ შპს „კატევე 1“ არასწორად მსჯელობდა, შეეძლო დავა დაეწყო და დაემტკიცებინა შპს „კატევე 1“-სთვის, რომ არასწორად მიიჩნია მისი არაკეთილსინდისიერება. შპს „კატევე 1“-მა კომისიას 2017 წლის პირველ დეკემბრამდე მიმართა წერილობით მისი განზრახვის შესახებ, რადგან მხარემ დაარღვია ზემოაღნიშნული პუნქტები. კომისია გაფრთხილებული იყო მანამდე, სანამ შპს „კატევე 1“ დარღვევას დაიწყებდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კატევე 1“-ს ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/9134-17, Nშ-6980-17), რომლითაც კომისიას სთხოვს მონიტორინგი გაუწიოს და აღკვეთოს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არასანქცირებული რეტრანსლირება. კომისიის წერილით (N04/4274-17, 14.12.2018) შპს „კატევე 1“-ს ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/436-18, 26.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 10 იანვრის შემოწმების აქტი N01;
- შპს „კატევე 1“-ის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- შპს „კატევე 1“-ის შემოწმების დამსწრე პირის - ა.თანდილაშვილის პირადობის მოწმობის ასლი;
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „კატევე 1“-სთვის (ძველი სახელწოდება: შონი ოცდამეორე) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903482;
- შპს „კატევე 1“-ის წერილი თანდართული დოკუმენტაციით, რიგ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/805-18; 15.02.2018);
- კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-6/1045-18, 26.02.2018);
- კომისიის 2018 წლის 27 თებერვლის N03/662-18 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი Nშ-6/1045-18, 26.02.2018);
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/1236-18, 06.03.2018);
- შპს „კატევე 1“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1239-18, 6.03.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს „კატევე 1“-სთვის და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტი (AP01003808561);
- მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „კატევე 1“-ის შესახებ;
- შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენლის შ.ნადირაძის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „კატევე 1“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 08/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს „კატევე 1“-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
- 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „კატევე 1“-ს (ძველი სახელწოდება: შონი ოცდამეორე) ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903482) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „კატევე 1“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კატევე 1“-ს ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/9134-17, Nშ-6980-17), რომლითაც კომისიას სთხოვს მონიტორინგი გაუწიოს და აღკვეთოს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არასანქცირებული რეტრანსლირება. კომისიის წერილით (N04/4274-17, 14.12.2018) შპს „კატევე 1“-ს ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.
- 2018 წლის 9 იანვარს, 12:40 საათზე, შპს „კატევე 1“-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მკ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „კატევე 1“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №01. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ა.თანდილაშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „კატევე 1“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იბერია“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „ენკი-ბენკი“, „ვინილი“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“,„იმედი“, „ერთსულოვნება“, “რუსთავი 2”, “ტელეარხი 25”, „GDS“, „სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, „მარაო“, „სილქ უნივერსალი“, „პულსი“, „ქართული არხი“, „შონი“, “НТВ Мир”, “ORT”, “РТР планета”, „RTVi“, “Мир”, „Дождь“, “РЕН ТВ”, “Интер +”, “Россия К”, „CTC“, „Сарафан“, “ТНТ”, „Перец“, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Феникс плюс кино”, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, „Cinema“, “Sony Sc”, “КВН”, “Sony turbo”, “Sony Channel”, „Мир Сериала“, “ТНТ music”, „Мужское Кино“, “HCT”, „Детский Мир“, „Мулт“, “English Club”, “Discovery Sc”, “Animal Planet”, “Discovery Channel”, “История”, “Живая планета”, “TLC”, “Наука’’, “Travel”, “History”, „Доктор“, “24 Техно”, “Моя планета”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “Охота и Рыбалка”, „Fine Living“, “Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, „Новый Мир“, „Music box“ (თბილისი), “MTV”, “Шансон ТВ”, „Mzzo“, „ТМВ“, “Ля Минор”, “Fashion TV”, “Music Box”, “CNBC”, “BBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “C1”, “AZ TV”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Армения”, “МИР 24”, “Espreco”, “Интер Az”, “Мама”, „TPO“, “Юмор”, „MUSIC Box ru“, „Родное Кино“, „Драив“, „Психология“, „Усадьба“, „Здаровое ТВ“, „Вопросы и Ответы“, “Домашное животное”, „HD Life“, „кинопремьера”, „РЕТРО“, „Food Network“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, „Viasat History“, “Viasat Explorer”,“Домашный“, „TV 3”(რუსული), „ТВЦ“, „Zee TV“, “Амедия премиум”, „Amedia Hit“, “Амедия 1”, „Оружие“, „Davinchi Kids“, “RU TV”(music one), ”Иллюзион+”,“Еврокино”, “Авто 24”, „Зоопарк”, „Детский“, „Бокс ТВ“, „Совершенно секретно“, “Карусель”, „Viasat Sport“, „Game Show“, “Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Наше Любимое Кино”, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”,“Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „РБК“, „Ю“, „France 24“, “TV 8”, “2*2”, „RTD“, „აფხაზეთის ხმა“, „ხარისხის არხი“ (დრო), „სტარვიზია“, „გურჯაანი“, „ESPN”, “PKTV”, “My video”, “LALISH”, “ID Fashion“;
- 2018 წლის 9 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 9 იანვრის №01 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „კატევე 1“-ს 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ენკი-ბენკი“, „ვინილი“, „კომედი არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, “ტელეარხი 25”, „GDS“, „სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, „მარაო“, „სილქ უნივერსალი“, „ქართული არხი“, “ORT”, “РТР планета”, “Интер +”, “Россия К”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, “Sony Sc”, “КВН”, “Sony turbo”, “Sony Channel”, „Мужское Кино“, “History”, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, “Ля Минор”, “CNBC”, “BBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “C1”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Армения”,“Интер Az”, „TPO“, „HD Life“, „кинопремьера”, „Davinchi Kids“, „Совершенно секретно“, “Карусель”, „Game Show“, “Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Наше Любимое Кино”, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”, “Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „РБК“, „Ю“, „France 24“, “TV 8”, “2*2”, „სტარვიზია“, „გურჯაანი“, „ESPN”, “PKTV”, “My video”, “LALISH”, “ID Fashion”;
- შპს „კატევე 1“-მა 2018 წლის 15 თებერვალს წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/805-18; 15.02.2018) თანდართული დოკუმენტაციით, რიგ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები; შემოწმების შემდგომ პერიოდში გაფორმებულ იქნა ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „ვინილი“, „სტარვიზია“ შესაბამისად, შემოწმების მომენტში აღნიშნული არხების ტრანზიტი ხორციელდებოდა არამართლზომიერად; შემოწმების მომენტში მართლზომიერად ხორციელდებოდა შემდეგი მაუწყებლების ტრანზიტი: „ენკი-ბენკი“, „სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „სილქ უნივერსალი“, „ქართული არხი“, “ORT”, “РТР планета”, “Интер +”, “Россия К”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, “КВН”,„Мужское Кино“, “Setanta sport+”, “Setanta sport”, “Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, “Ля Минор”,“BBC”, “C1”, „HD Life“, „кинопремьера”, „Совершенно секретно“, “Карусель”,“Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „გურჯაანი“,“ID Fashion” თუმცა არხების პაკეტში ჩასმამდე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა; კომისიაში წარმოდგენილია ООО „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის წერილი, რომელშიც მხარე ადასტურებს შპს „კატევე 1“-თან სახელშეკრულებო ურთიერთობებს შემდეგი სამაუწყებლო არხების “Sony Sc”, “Sony turbo”, “Sony Channel” ტრანზიტის თაობაზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან; სამაუწყებლო არხების “ტელეარხი 25”, “PKTV” მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 15 თებერვალს, თუმცა სანებართვო წერილი და მოთხოვნა მაუწყებლის ტრანზიტის თაობაზე არ არის დათარიღებული. შესაბამისად, ვერ დგინდება შემოწმების მომენტში ზემოაღნიშნული არხების ტრანზიტი ხორციელდებოდა არამართლზომიერად თუ არა; რაც შეეხება სამაუწყებლო არხს „Da Vinchi Kids “ - შპს „კატევე 1“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებულ ხელშეკულებაში მითითებულია სამაუწყებლო არხი „Da Vinchi Cannel“. სამაუწყებლო არხის ლოგომ განიცადა ცვლილება, რის საფუძველზეც მხოლოდ დღის 20:00სთ.-მდე ლოგოზე დამატებულია მითითება „Kids“, შესაბამისად, აღნიშნული სამაუწყებლო არხის ტრანზიტი შემოაწმების მომენტში ხორციელდებოდა მართლზომიერად; შემოწმების მომენტში „სპორტ ტვ“ ეთერში გადაიცემოდა სპორტული ვიდეო რგოლი სამაუწყებლო არხი “ESPN“ ლოგოთი, შესაბამისად, შპს „კატევე 1“ ქსელით ხორციელდებოდა „სპორტ ტვს“ მართლზომიერი ტრანზიტი, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება კომისიაში 2018 წლის 15 თებერვლამდე არ ყოფილა წარმოდგენილი;
- შპს „კატევე 1“-სა და შპს „ნიუ კონტენტთან" გაფორმებულია ხელშეკრულება რიგ სამაუწყებლო არხებზე მათ შორის: „Боец ТВ“, “CNBC”, “ALL Jazzera”, “TV5”, “TRT”, “5 Канал”, “DW”, “Интер Az”, „TPO“, „Game Show“, “Nuart”, “Hustler”, “Playboy”, „РБК“, “TV 8”, “2*2”, “My video”, “LALISH”-ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება ხორციელდება არამარლთზომიერად, რაც დასტურდება შპს „ნიუ კონტენტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, რომლის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1028-18; 23/02/2018), კომპანიას აღარ გააჩნია უფლება მესამე პირებს გადასცეს ზემოაღნიშნული არხები; შპს „ნიუ კონტენტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1147-18,01.03.2018) კომისიაში დამატებით წარმოადგინა სამაუწყებლო არხების დაზუსტებული ჩამონათვალი. შესაბამისად, დგინდება, რომ შპს „კატევე 1“ არამართლზომიერად ახორციელებს ტრანზიტ შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „კომედი არხი“, „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”, “DW”, „Ю“, “Наше Любимое Кино”, „France 24“, “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia”;
- შპს „კატევე 1“-ის წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1239-18, 6.03.2018), რომლითაც წარმოდგენილ იქნა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ წერილი, ირკვევა, რომ „Setanta Georgia LTD“-სა და „EBEL“-ს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „Setanta Georgia LTD“-ს არ გააჩნია უფლება რაიმე მოლაპარაკების წარმოების მათ არხებზე, ყველა შესაბამისი მოლაპარაკება წარმოებს პირდაპირ ოპერატორებსა და „EBEL“-ს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „კატევე 1“ წარმოდგენილი აქვს „EBEL“-ის სანებართვო წერილი, მიჩნეულ იქნა, რომ “Setanta Georgia+”, “Setanta Georgia” ტრანზიტი შემოწმების მომენტში ხორციელდებოდა მართლზომიერად;
- გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „კატევე 1“ არ აქვს წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების: „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”,“DW”,„Ю“, “Наше Любимое Кино”,„France 24“, მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელით შპს „კატევე 1“-ის მიერ 2018 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ხორციელდებოდა არამართლზომიერად;
- შპს „კატევე 1“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით; ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
კომისია აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტი აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის დარღვევას, რაზედაც მიუთითებს შპს ,,კატევე 1“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადგენს არა მოლაპარაკებებში ჩართული სუბიექტი, არამედ ნეიტრალური, კომპეტეტური ორგანო - კომისია, რის შემდეგაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარმოეშვება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება - უფასოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”,“DW”,„Ю“, “Наше Любимое Кино”,„France 24“, „ვინილი“, „სტარვიზია“-ს შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „კატევე 1“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: „ენკი-ბენკი“,„სტერეო +“, „ბასტი ბუბუ“, „სილქ უნივერსალი“, „ქართული არხი“, “ORT”, “РТР планета”, “Интер +”, “Россия К”, “НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“, “КВН”,„Мужское Кино“, “Setanta sport+”, “Setanta sport”, „Setanta Georgia+”, “Setanta Georgia“, „Авто +”, “Кухня ТВ”, „365“, „Жара“, „Носталгия“, “Ля Минор”,“BBC”, “C1”, „HD Life“, „кинопремьера”, „Совершенно секретно“, “Карусель”,“Матч! планета”, “XXI”, „Fight Box“, “Fashion Box”, “360 tune Box”, “Film Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “Русская Ночь”, “EroXXX”, “Дом Кино”, “Телекафе”, “Музыка Первого”, “ВРЕМЯ”, „Бобер“, “Дом Кино Премиум”, „გურჯაანი“,“ID Fashion” -ას, სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „კატევე 1“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კატევე 1“ მიერ 2018 წლის 15 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1110-16; 04.02.2016 და შ-6/1271-16; 11.02.2016) წერილით გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: „ვინილი“, „სტარვიზია“ მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, შპს „კატევე 1“-მა წარმოების პროცესში ნაწილობრივ აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კატევე 1“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”,“DW”,„Ю“, “Наше Любимое Кино”, „France 24“-ის არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონის შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „კატევე 1“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს „კატევე 1“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს შპს „კატევე 1“-ს ორი კვირის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „იმედი“, რუსთავი 2“, „GDS“, “History”, „რაგბი ტვ“, „Боец ТВ“, “TV5”, “C1”,“DW”,„Ю“, “Наше Любимое Кино”,„France 24“-ის გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კატევე 1“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
