წვდომის მენიუ

„შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 158 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2018 17:15

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

„შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის  №82/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო მაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 მარტის 15:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ვინაიდან 2018 წლის 22 მარტს არ შედგება ქვორუმი კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად  უნდა განნისაზღვროს 2018 წლის 29 მარტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე და 105-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2.ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 29 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;”

2.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას  (ნ. ჯავახიძე)  აღნიშნული   გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ გაგზავნა;

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები