წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გა

ნომერი: 164 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 11:07

მიღების თარიღი მარტი 15, 2018

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -“კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ და კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა ფუნქციების მიხედვით, დასაქმებულთა ფუნქციები განისაზღვრა კომისიის მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფისთვის სახაზო ფუნქციების განმახორციელებელ, ასევე, დამხმარე ხასიათის მუდმივ ფუნქციებად. შესაბამისად, დამტკიცდა კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხა (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2), რომლის მე-14 პუნქტით განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პოზიციების ნუსხა და შმკ კოეფიციენტი.

კომისიის 2016 წლის 1 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-11 მუხლის თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების, ანგარიშგებისა და პერიოდული განახლების უზრუნველყოფა; ბ) კომისიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით კომისიის ერთიანი საკომუნიკაციო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება  და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) ერთიანი საკომუნიკაციო პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაზე მიმდინარე კონტროლის გაწევა და ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება; დ) კომისიის საკომუნიკაციო და საინფორმაციო არხების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის, მოლოდინებისა და ინფორმაციული საჭიროებების პერიოდული ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, წინადადებების მომზადება საკომუნიკაციო სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებზე მორგებისათვის; ე) კომისიის ბრენდის მართვის სახელმძღვანელოს შექმნისა და შესაბამისი საბრენდო მასალების დამზადების უზრუნველყოფა კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ვ) კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა კომისიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ზ) კომისიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება; თ) კომისიის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; ი) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტისა და ყოველთვიური ანალიზის მომზადება; კ) მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგი და პერიოდული ანალიზი; ლ) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დაუზუსტებელი ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში,  კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის შესაბამისი საშუალებებისათვის კომისიის პოზიციის ან ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; მ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობით ერთობლივი საინფორმაციო პროექტების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების, ასევე, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიებისა და  მომხმარებელთა უკუგების მექანიზმების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა კომისიასა და მის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ო) კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის მიერ წარმართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და/ან ინდიკატორების შესაბამისად; პ) საკომუნიკაციო, შემეცნებითი, სარეკლამო და სხვა სახის ბეჭდური და/ან აუდიოვიზუალური მასალების დამზადებისა და სამიზნე ჯგუფებში მათი გავრცელების ან შერჩეულ საკომუნიკაციო არხებზე განთავსების უზრუნველყოფა; ჟ) კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით არასამთავრობო, საერთაშორისო და/ან კერძო სექტორის ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; რ) კომისიის ვებგვერდის სტრუქტურის მართვა, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და კომისიის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით ვებგვერდის ფუნქციონალური სრულყოფისათვის წინადადებებისა და ტექნიკური დავალებების მომზადება; ს) კომისიის ვებგვერდის შინაარსზე საერთო ზედამხედველობის გაწევა; ტ) კომისიის სოციალური ქსელების მართვა, განახლება და მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში, კომისიასა და მის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საკომუნიკაციო არხების მომხმარებელთა შეკითხვებზე და/ან წინადადებებზე რეაგირებისათვის; უ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა მოთხოვნებისა და უკუგების პერიოდული ანალიზი და კვარტალური ანაგარიშების მომზადება. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ან ერთ-ერთ დასაქმებულს  ეკისრება კომისიის პრესსპიკერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება. კომისიის პრეს-სპიკერის ფუნქციები, პასუხისმგებლობები და მუშაობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული საკომუნიკაციო პოლიტიკითა და პროცედურებით.

კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შევიდეს ცვლილებები  კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხაში  (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2), კერძოდ, 14.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიასთან ურთერთობის მთავარი სპეციალისტის პოზიცია ჩამოყალიბდეს მთავარი სპეციალისტის პოზიციად, ხოლო 14.3 პუნქტით განსაზღვრულ ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვის სპეციალისტის პოზიცია ჩამოყალიბდეს წამყვანი სპეციალისტის პოზიციად, ხოლო მისი შმკ-ს კოეფიციენტი, 15-ის ნაცვლად განისაზღვროს 20-ით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. შევიდეს ცვლილებები  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი(არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებაში.

2. სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

14.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

 

3

 

14.1.

სამსახურის  უფროსი

დამხმარეა და არ ექვემდებარება რანგირებას

 

1

40

14.2.

მთავარი სპეციალისტი

დამხმარეა და არ ექვემდებარება რანგირებას

 

1

30

14.3.

წამყვანი სპეციალისტი

დამხმარეა და არ ექვემდებარება რანგირებას

 

1

20

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები