წვდომის მენიუ

შპს „რადიოცენტრი პლუსის“კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 170 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2018 15:25

მიღების თარიღი მარტი 29, 2018

შპსრადიოცენტრი პლუსისკერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ (№7/608-18, 02.02.2018), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობა ნაცვლად 98.3 მჰც სიხშირისა განახორციელოს სიხშირეზე 103.9 მჰც. როგორც წერილშია აღნიშნული კომპანიის მიზანია იმაუწყებლოს ერთი და იმავე სიხშირით ყველგან, რათა მოახდინოს ერთიანი სარეკლამო კამპანიის წარმოება და სწორი მარკეტინგული კონცეფციის განხორციელება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B200 ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით;

ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ბათუმი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;

ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 410 41 37’’ N;  410 42 54’’ E ;

ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 35 ± 5 მ;

ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 8.0 დბ;

ზ.ე) პოლარიზაციის სიბრტყე V/H – V;                            

ზ.ვ) გასხივების დიაგრამა   ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;

შენიშვნა:  შესუსტება  აზიმუტალურ  სექტორში   (2500 ±  300)   -   6,5დბ;

ზ.ზ) სიხშირე  (მჰც) - 98,3 მჰც;

ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM  (სიხშირული);

ზ.ი) დაკავებული  ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;

ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ;     

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში სიხშირული რესურსი 103.9 მჰც თავისუფალია, ასევე კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/735-18, 09.02.18) თანახმად შესაძლებელია შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობა განახორციელოს სიხშირეზე 103.9 მჰც №B200 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების შეუცვლელად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 თებერვლის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე. 2018 წლის 15 მარტის №158/19 გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილებების შეტანა კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №82/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 29 მარტის 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად  ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 სამუშაო დღე;

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 29 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის    45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო მაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ.ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ზ) სიხშირე  (მჰც) - 103,9 მჰც;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების,   ავტორიზაციისა   და   ნებართვების   დეპარტამენტს   (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები