ი/მ „ივანე ხეიძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2018 10:23
მიღების თარიღი მარტი 29, 2018
ი/მ „ივანე ხეიძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1096-18; 28.02.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით სამაუწყებლო არხების ტრანზიტის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1096-18; 28.02.2018) თანახმად, 2018 წლის 30 იანვარს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა ი/მ ,,ივანე ხეიძის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი N14. შემოწმება ჩატარდა ი/მ ,,ივანე ხეიძის“ ოფისში, ივანე ხეიძის თანდასწრებით.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძის” მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “RU TV”, „Детский Мир“, „THT“, “РТР планета”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”,”Иллюзион+”, „HTB“, “Р” (Русский роман), “Моя планета”, „Сарафан“, „Беларусь 24“, „OРT“, “Bollywood”, „Оружие“, „ТВЦ”, “რუსთავი 2”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „ენკი ბენკი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „მარაო“, „მაესტრო“, „იბერია“, „GDS“, „პალიტრა ტვ“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”,”Nick”, “Матч! Арена”,“Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “Шансон ТВ”, “TV3”, “სომხური არხი”,“Россия К”, “TV 1000 action”, “Euronews”,“Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, “Феникс Кино”, “РЕН ТВ”, “TV 1000”, “Зоопарк”, „Пятница“, „Наука“, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დანიშნა 2018 წლის 15 მარტს. აღნიშნულის თაობაზე ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/840-18; 09.03.2018) და ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2018 წლის 15 მარტის კომისიის სხდომაზე ი/მ ,,ივანე ხეიძე“ არ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აღნიშნულის დასადასტურებლად მან კომისიაში წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (განცხადება Nშ-9/1361-18; 14.03.2018) ამ გარემოების გათვალისწინებით კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 29 იანვრისთვის, რის თაობაზეც წერილობითი შეტყობინებით (N03/936-18; 16.03.2018) ეცნობა ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი: გზავნილის კოდი: AP01004170731, შეტყობინება ჩაიბარა ა. ელიზბარაშვილმა, ავტორიზებული პირის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ქინძმარაულის მე-2 შესახ.2ა).
2018 წლის 22 მარტს, ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ წარმოადგინა სამაუწყებლო არხ ,,ობიექტივის“ რეტრანსლირების თაობაზე შპს ,,მედია სახლი ობიექტივთან“ 2013 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ავტომატურად გაგრძელების პირობით, შპს ,,ივერია ინტერმედიასთან“ 2011 წლის პირველ მარტს უვადოდ გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხ ,,ენკი ბენკის“ ტრანზიტის თაობაზე, კომპანია ,,New Content“-თან 2018 წლის პირველ იანვარს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება სამაუწყებლო არხების „Сарафан“, “РЕН ТВ”, ,,Наука“, “Моя планета“ და სხვ. ტრანზიტის უფლების მიცემისა და ძირითად ხელშეკრულებაში (01.03.2016) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედ“-თან 2016 წლის პირველ მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: ”Иллюзион+”, „ТВЦ“, TV 1000 action”, “TV 1000”, „THT“, „Оружие“, “Зоопарк”, „Пятница“, “TV3”, “Феникс Плюс Кино”, და სხვათა ტრანზიტის თაობაზე, ავტომატური წესით გაგრძელების პირობით, კომპანია ,,სი-ენ ეი ჯორჯიასთან“ 2016 წლის პირველ მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: „Детский Мир“ “Шансон ТВ” და სხვათა ტრანზიტის უფლების მიცემის თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატური გაგრძელების პირობით, ,,საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ 2016 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “РТР планета”, „OРT“, ტვ“,“Россия К“ ტრანზიტის თაობაზე (ვადა 31.12.2018-მდე), აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სანებართვო წერილი (21.03.2018), შპს ,,პალიტრა TV”-ის 2016 წლის 3 მაისის სანებართვო წერილი,
2018 წლის 28 მარტს ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ წარმოადგინა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 23 მარტის სანებართვო წერილი, შპს ,,ტელეკომპანია იბერიის“ 2018 წლის 27 მარტის სანებართვო წერილი და შპს ,,New Content“-თან 2016 წლის პირველ მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელების პირობით.
2018 წლის 29 მარტს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ი/მ ,,ივანე ხეიძე“. გამომდინარე იქიდან, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა კომისიის შეტყობინება (N03/936-18; 16.03.2018) საკითხის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ი/მ ,,ივანე ხეიძის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/1096-18; 28.02.2018);
2. ი/მ ,,ივანე ხეიძის“ 2018 წლის 30 იანვრის შემოწმების აქტი N14;
3. ი/მ ,,ივანე ხეიძის“ 2018 წლის 30 იანვრის შემოწმების ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
4. 2018 წლის 30 იანვრის შემოწმების დამსწრე მოწმის ივანე ხეიძის პირადობის მოწმობის ასლი;
5. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. თ. ხეიძის განცხადება Nშ-9/1361-18; 14.03.2018) თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით;
8. ი/მ ,,ივანე ხეიძის“ განცხადება (Nშ-6/1521-18; 22.03.2018) თანდართული სანებართვო წერილებით და ხელშეკრულებებით რიგი სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლების ი/მ ,,ივანე ხეიძისთვის“ მიცემის თაობაზე;
9. თ. ხეიძის განცხადება (Nშ-9/1642-18; 28.03.2018) თანდართული სანებართვო წერილებით და ხელშეკრულებებით რიგი სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლების ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ მიცემის თაობაზე;
10. მონაცემები ი/მ ,,ივანე ხეიძის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ი/მ „ივანე ხეიძე“ წარმოეადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.01.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.3 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.6 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი და სხვ.;
2. ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე.
3. 2018 წლის 30 იანვარს, 10:02 საათზე, ი/მ „ივანე ხეიძის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქინძმარაულის მე-2 შესახვევი, კორპ. 2ა. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა ი/მ ,,ივანე ხეიძის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №14. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ივანე ხეიძე.
4. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძე“ საკუთარი საკაბელო ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს:“RU TV”, „Детский Мир“, „THT“, “РТР планета”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”,”Иллюзион+”, „HTB“, “Р” (Русский роман), “Моя планета”, „Сарафан“, „Беларусь 24“, „OРT“, “Bollywood”, „Оружие“, „ТВЦ”, “რუსთავი 2”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „ენკი ბენკი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „მარაო“, „მაესტრო“, „იბერია“, „GDS“, „პალიტრა ტვ“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”,”Nick”, “Матч! Арена”,“Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “Шансон ТВ”, “TV3”, “სომხური არხი”,“Россия К”, “TV 1000 action”, “Euronews”,“Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, “Феникс Кино”, “РЕН ТВ”, “TV 1000”, “Зоопарк”, „Пятница“, „Наука“, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“.
5. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, ი/მ ,,ივანე ხეიძეს” (გზავნილის კოდი: 715; ჩაბარების თარიღი: 2.03.2012) ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განმეორებით განემარტა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (გზავნილის კოდი:010003896953; ჩაბარების თარიღი:16.01.2013. ამავე წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს” ასევე ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
6. 2018 წლის 22 და 28 მარტს, ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ კომისიაში წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილები და ხელშეკრულებები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „Детский Мир“, „THT“, “РТР планета”, ”Иллюзион+”, „Оружие“, “Зоопарк”, „Пятница“, “TV3”, “Феникс Плюс Кино”, “Моя планета“, „Сарафан“, „OРT“, „ТВЦ”, „ენკი ბენკი“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, “Шансон ТВ”, “Россия К”, “TV 1000 action”,“РЕН ТВ”, “TV 1000”, ,,Наука“. ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ წარმოდგენილი სანებართვო წერილებისა და ხელშეკრულებების მიხედვით, 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ აღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლება ჰქონდა.
7. 2018 წლის 22 და 28 მარტს, ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ კომისიაში წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „იბერია“. წარმოდგენილი სანებართვო წერილების მიხედვით, აღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი უფლება ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ მოიპოვა 2018 წლის 30 იანვარს ჩატარებული შემოწმებისა და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ.
8. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით და ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: “RU TV”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”, „HTB“, “Р” (Русский роман),”,„Беларусь 24“, “Bollywood”, “რუსთავი 2”, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „მარაო“, „მაესტრო“, „GDS“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”, ”Nick”, “Матч! Арена”, “Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “სომხური არხი”, “Euronews”, “Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“.
9. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ი/მ „ივანე ხეიძის“ მიმართ არ გამოყენებულა მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “RU TV”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”, „HTB“, “Р” (Русский роман),”,„Беларусь 24“, “Bollywood”, “რუსთავი 2”, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „მარაო“, „მაესტრო“, „GDS“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”, ”Nick”, “Матч! Арена”, “Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “სომხური არხი”, “Euronews”, “Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „იბერია“ შესაბამისი ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, ი/მ ,,ივანე ხეიძის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე სამაუწყებლო არხთან მიმართებით ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ აღმოფხვრა სამართალდარღვევა. კერძოდ, მან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოადგინა სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხის“, „აჭარის“ და „იბერიის“ ტრანზიტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხების სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, სამაუწყებლო არხების: „Детский Мир“, „THT“, “РТР планета”, ”Иллюзион+”, „Оружие“, “Зоопарк”, „Пятница“, “TV3”, “Феникс Плюс Кино”, “Моя планета“, „Сарафан“, „OРT“, „ТВЦ”, „ენკი ბენკი“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, “Шансон ТВ”, “Россия К”, “TV 1000 action”,“РЕН ТВ”, “TV 1000”, ,,Наука“ რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობით ი/მ „ივანე ხეიძის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 და 29 მარტის სხდომებზე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “RU TV”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”, „HTB“, “Р” (Русский роман),”,„Беларусь 24“, “Bollywood”, “რუსთავი 2”, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „მარაო“, „მაესტრო“, „GDS“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”, ”Nick”, “Матч! Арена”, “Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “სომხური არხი”, “Euronews”, “Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“ არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონის შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- ი/მ ,,ივანე ხეიძე“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- ი/მ ,,ივანე ხეიძე“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ ორკვირიანი ვადა შემდეგი სამაუწყებლო არხების: “RU TV”, “Discovery Science”, “CTC”, “Детектив”, „HTB“, “Р” (Русский роман),”,„Беларусь 24“, “Bollywood”, “რუსთავი 2”, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „მარაო“, „მაესტრო“, „GDS“, “Nat Geo Wilde”, “Дикий”, ”Nick”, “Матч! Арена”, “Матч!“, “Setanta sport”, „Eurosport 1“, „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “სომხური არხი”, “Euronews”, “Телекафе”, „Кинокомедия“, “Sony SC”, „Бетселер“, „Че“, “Домашний”, „Disney“ გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ ,,ივანე ხეიძისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ,,ივანე ხეიძისთვის” ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ი/მ ,,ივანე ხეიძისთვის” ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
