შპს „ლაინ ნეტის“ (ს/კ 424612477) წილის 100%-ის შპს „ფრინეტის“ (ს/კ 431166793) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2018 10:39
მიღების თარიღი მარტი 29, 2018
შპს „ლაინ ნეტის“ (ს/კ 424612477) წილის 100%-ის შპს „ფრინეტის“ (ს/კ 431166793) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 მარტს კომისიას ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „ფრინეტმა“ და შპს „ლაინ ნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1417-18. 16.03.2018), შპს „ლაინ ნეტის“ წილის 100%-ის შპს „ფრინეტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ფრინეტი“ და შპს „ლაინ ნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „ფრინეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
|
|
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
|
შპს „ლაინ ნეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ფრინეტის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „MAXNET“. შპს „ფრინეტის“ დირექტორია თეიმურაზ სარდაროვი.
შპს „ლაინ ნეტის“ წილის 50%-ს ფლობს ფიზიკური პირი ზვიადი ზვიადაური, ხოლო წილის 50%-ს ფიზიკური პირი გიორგი ბობღიაშვილი. შპს „ლაინ ნეტის“ დირექტორია ზვიადი ზვიადაური.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „ნეტფლექსი“. შპს „MAXNET“-ის დირექტორია პაატა შამუგია. შპს „ნეტფლექსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ლევან გაბუნია. შპს „ნეტფლექსი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „YOURNET“ -ში და წილის 96%-ს შპს „Niknet“-ში. შპს „YOURNET“-ის დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი, რომელიც ასევე არის შპს „სქაიტელის“ დირექტორი. შესაბამისად, შპს „ფრინეტთან“ აფილირებული პირები არიან შპს „MAXNET“ (ს/კ439393390), შპს „YOURNET“ (ს/კ 438108398), შპს „სქაიტელი“ (ს/კ 400013748), შპს „Niknet“ (ს/კ 406083508) და შპს „ნეტფლექსი“ (ს/კ400036402).
შპს „ლაინ ნეტი“, ასევე, შპს „ფრინეტის“ დირექტორი თეიმურაზ სარდაროვი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
შპს „ლაინ ნეტი“, შპს „ფრინეტი“, ასევე შპს „ფრინეტთან აფილირებული ავტორიზებული პირები ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა:
შპს „ლაინ ნეტი“ – 597 აბონენტი;
შპს „ფრინეტი“ – 2367 აბონენტი;
შპს „MAXNET“ – 4957 აბონენტი;
შპს „YOURNET“ – 1911 აბონენტი;
შპს „სქაიტელი“ – 7734 აბონენტი;
შპს „Niknet“ – 1018 აბონენტი;
შპს „ნეტფლექსი“ – 680 აბონენტი.
ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
|
|
ლაინ ნეტი |
ფრინეტი |
Yournet |
Maxnet |
Niknet |
სქაიტელი |
ნეტფლექსი |
|
ამბროლაური |
|
|
|
41% |
|
|
|
|
ახმეტა |
22% |
11% |
|
|
|
|
|
|
ბორჯომი |
|
|
|
|
|
16% |
|
|
ბაღდადი |
|
|
|
5% |
|
|
|
|
გურჯაანი |
|
2% |
4% |
|
|
6% |
|
|
გარდაბანი |
|
|
|
|
|
4% |
|
|
დუშეთი |
|
|
|
|
|
21% |
9% |
|
დედოფლის წყარო |
|
|
49% |
|
|
|
|
|
ვანი |
|
|
|
1% |
|
|
|
|
ზესტაფონი |
|
|
|
1% |
|
|
|
|
ზუგდიდი |
|
|
|
|
|
15% |
|
|
თეთრიწყარო |
|
|
|
|
|
12% |
|
|
თერჯოლა |
|
20% |
|
|
|
|
|
|
თბილისი |
|
|
|
|
0,1% |
0,6% |
|
|
თელავი |
|
16% |
|
|
|
|
|
|
ლაგოდეხი |
|
|
|
|
|
1% |
|
|
ონი |
|
|
|
99% |
|
|
|
|
საჩხერე |
|
|
|
59% |
|
|
|
|
საგარეჯო |
|
|
15% |
|
|
|
|
|
სიღნაღი |
|
|
8% |
|
|
9% |
|
|
სტეფანწმინდა |
|
|
|
|
|
3% |
49% |
|
სენაკი |
|
|
|
|
|
10% |
|
|
ტყიბული |
|
|
|
31% |
|
|
|
|
ჭიათურა |
|
|
|
26% |
|
|
|
|
წყალტუბო |
|
|
|
10% |
|
|
|
|
ყვარელი |
|
7% |
|
|
|
|
|
|
ხაშური |
|
|
|
|
6% |
|
|
ვინაიდან შპს „ლაინ ნეტი“ და შპს „ფრინეტი“ ძირითადად საქმიანობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და თანაკვეთა აქვთ მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „ლაინ ნეტის“ აბონენტების ხვედრითი წილი შეადგენს 22%-ს, ხოლო შპს „ფრინეტის“ აბონენტების ხვედრითი წილი - 11%-ს, ამ კომპანიების შერწყმამდე და შესაძლო შერწყმის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფრინეტის“ მიერ შპს „ლაინ ნეტის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ფრინეტის“ მიერ შპს „ლაინ ნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „ფრინეტს“ და შპს „ლაინ ნეტს“, შპს „ფრინეტის“ მიერ შპს „ლაინ ნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „ფრინეტს“ და შპს „ლაინ ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „ფრინეტი“ და შპს „ლაინ ნეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „ფრინეტის“ და შპს „ლაინ ნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „ფრინეტმა“ და შპს „ლაინ ნეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფრინეტისა“ და შპს „ლაინ ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ფრინეტისა“ და შპს „ლაინ ნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
